#მოდა #სამეფო ოჯახი

დღის შთაგონება: პრინცესა დაიანას ყოველდღიური სტილი

გაზიარება:

დღეს, 31 აგვისტოს, სამყარო პრინცესა დაიანას კიდევ ერთხელ იხსენებს, 24 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულმა უელსის პრინცესამ სამეფო ოჯახში გამოჩენისთანავე დაიპყრო ადამიანთა გულები და წლების განმავლობაში ამ ადამიანთა რიცხვი მხოლოდ ათმაგდებოდა.

ლედი დაიანას კეთილშობილება და სულგრძელობა, მისი სათუთი ბუნება და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული, მათი დახმარების მუდმივი სურვილი შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა, თუმცა სამყაროს არც ის გამორჩენია თვალთახედვიდან, რომ პრინცესა დაიანა გახლდათ ყველაზე თამამი, გაბედული და თანამედროვე პრინცესა, მას ოფიციალური საღამოებიდან და დიდებული კაბებიდან, ყოველდღიური ჯინსებსა და კედებზე გადასვლის ნამდვილი ნიჭი ჰქონდა.

ლედი დის სტილი, მისი გემოვნება და ინდივიდუალიზმი დღემდე ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მაგალითად ქალებისთვის, ის არის ინსპირაციის უშრეტი წყარო და დღეს, ახალ სეზონამდე სულ 1 დღით ადრე, წარმოგიდგენთ მისი უდიდებულესობის - პრინცესა დაიანას საუკეთესო ყოველდღიურ ჩაცმულობებს.

ზევით