#დეკორი

დეკორატიული შპალერი იქ, სადაც მეფეებიც საკუთარი ფეხით დადიან - TOP 5 ხრიკი

გაზიარება:

სახლის დეკორი საკმაოდ შრომატევადი, დამღლელი და ამავდროულად საინტერესო საქმეა. ცარიელი სახლისთვის შესაფერისი დეკორის შერჩევა, განსაკუთრებით თუ ყველაფერს ნულიდან იწყებთ, საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შედეგი იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ კედლის ფერის შერჩევაში თეთრად გათენებული ღამეები მალევე მიგავიწყდებათ.

სახლის დეკორზე ფიქრის დროს ალბათ თავში პირველი აბაზანა არ მოდგით. სხვა ოთახებისგან განსხვავებით ამ უკანასკნელს ავეჯით მორთვა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადგილისთვის, „სადაც მეფეებიც საკუთარი ფეხით დადიან“, მხოლოდ აბაზანის ფორმაა შესარჩევი. სრულიად შესაძლებელია, რომ ცოტაოდენი კერატივით ყველაზე ინტიმური ოთახი გამორჩეული და საინტერესო გავხადოთ. The Diary-ის გუნდი ამჯერად აბაზანის კედლის შპალერის გამოყენების რამდენიმე ხრიკს შემოგთავაზებთ.

1. შეარჩიეთ სწორი ადგილი დეკორატიული შპალერისთვის

მოგეხსენებათ, რომ აბაზანა ნესტიანი ადგილია, ამიტომ სხვა ოთახების მსგავსად ოთხივე კედელზე შპალერის გამოყენება რეკომენდებული არაა, თუმცა აბაზანის რომელიმე კუთხეში დეკორატიული შპალერის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად პირსაბანთან, სარის ირგვლივ, სადაც ამ უკანასკნელს განსაკუთრებული დეკორატიული დანიშნულება ექნება და განათების სწორი მანიპულაციით სასიამოვნო ეფექტს შექმნის.

აბაზანის შპალერი, წყალგამძლე

 

2. შეარჩიეთ სწორი შპალერი

ბოლო დროინდელი ტრენდების მიხედვით სააბაზანოში ყველაზე ხშირად ფერად პრინტიან შპალერს იყენებენ. თუ თავად საპირფარეშო ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, უმჯობესია, თუ მკვეთრი ფერის პრინტს შეარჩევთ, რაც აქცენტს დეკორატიულ შპალერზე გააკეთებს.

აბაზანის შპალერი, დეკორი, საპირფარეშო

 

3. გამოიყენეთ წყალგამძლე დეკორატიული შპალერი

სააბაზანოში წყალგამძლე დეკორატიული შპალერის გამოყენება მისი გაფუჭებისგან დაგაზღვევთ, ამავდროულად მისი სველი წმენდაც შესაძლებელია.

წყალგამძლე შპალერი, აბაზანის შპალერი

 

4. გაყავით სააბაზანო 2 ნაწილად

ხშირ შემთხვევაში დეკორატიულ შპალერს ლოგიკური მიზეზების გამო საპირფარეშოს, ან პირსაბანის ნაწილში იყენებენ. თავისუფლად შესაძლებელია აბაზანისა და საპირფარეშოს ნაწილის დეკორატიული შპალერით გამოყოფა.

შპალერი აბაზანაში, წყალგამძლე შპალერი

 

5. გამოიყენეთ დეკორატიული შპალერი აბაზანის უკან

შპალერის გამოყენება საშხაპესთან რეკომენდებული არაა, თუმცა თუ ტრადიციული აბაზანის მოყვარული ბრძანდებით, ამ უკანასკნელის უკან დეკორატიული შპალერის გამოყენება გადასარევი გადაწყვეტილებაა. აქცენტირებული დეტალი აბაზანას ნამდვილად მდიდრულ იერს შესძენს.

შპალერი აბაზანაში, აბაზანის უკან, დეკორატიული შპალერი

ზევით