#ცნობილები

ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელცის საქორწინო სამზადისი

გაზიარება:

ათწლეულების შემდეგაც კი დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების 1999 წლის ქორწილი, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ცერემონიად ცნობილი ადამიანების ქორწინების ისტორიაში. ახლა ბექჰემები იმ უფროსი ვაჟის ბრუკლინის დიდი დღისთვის ემზადებიან.

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი 2020 წლის ივლისში დაინიშნნენ, ბექჰემების ოთხეულის უფროსი წარმომადგენელი და მისი მეორე ნახევარი, ამერიკელი მილიარდერის ნელსონ პელცის მსახიობი ქალიშვილი დიდებული ქორწილის გადახდაზე ოცნებობდნენ, თუმცა მსოფლიო პანდემიამ წყვილის გეგმები 2 წლით გადადო და ახლა 2022 წლის 9 აპრილს, ბრუკლინი და ნიკოლა კუთვნილი ბედნიერი დღით დატკბებიან.

ბრუკლინისა და ნიკოლას საქორწინო ლოკაციად პალმ ბიჩი, ფლორიდა შეირჩა, ცერემონია მსახიობის ოჯახის ერთ-ერთი სასახლეში გაიმართება. 75 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული სასახლე Montsorrel, რამდენიმე დღის განმავლობაში უმასპინძლებს ქორწილის სტუმრებს.

ქორწილი ებრაული ტრადიციებით გაიმართება და ბექჰემები ამის წინააღმდეგი სულაც არ ყოფილან, მეტიც, დევიდი ქორწილში ცერემონიის ოსტატად მოგვევლინება, ბრუკლინის უმცროსი ძმები: 19 წლის რომეო და 17 წლის კრუზი კი მეჯვარეების ფუნქციას შეითავსებენ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @brooklynbeckham

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მომავალი ცოლ-ქმარი აქტიურად არიან საქორწინო სამზადისში ჩართულები, პირად Instagram გვერდზე ბრუკლინი და ნიკოლა საკმაოდ ხშირად აზიარებენ სამზადისის პროცესს, რამდენიმე დღის წინ ბექჰემმა საქორწინო ტორტის შერჩევის დეტალები გაუზიარა გამომწერებს. ბრუკლინს გასტრონომიის მიმართ ბოლო დროს საკმაოდ დიდი ინტერესი გაუჩნდა, მან Instagram ვიდეოსერიების ჩაწერაც დაიწყო სახელწოდებით  #cookinwithbrooklyn, სწორედ ამიტომ ამ დავალებას უფროსი ბექჰემი დიდი გულისყურით მოეკიდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @brooklynbeckham

ბუნებრივია, ბექჰემისა და პელცის ქორწილში მუსიკის, კინოსა თუ სპორტის წარმომადგენელი ყველაზე ცნობილი სახეები იქნებიან მიწვეული, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მაინც დღის დედოფალს ნიკოლა პელცს დაეთმობა. ქორწილს, რომელსაც 2022 წლის ყველაზე გრანდიოზულ ცერემონიად უკვე მოიხსენიებენ, დღის გმირი ეყოლება - პატარძალი, რომელიც დიდი ალბათობით დაუვიწყარი კაბა დაამშვენებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @brooklynbeckham

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახისა და აშშ-ის გავლენიანი დინასტიის კავშირის აღნიშვნა, იმთავითვე გრანდიოზულ, დაუვიწყარ და მაგიურ მოვლენას გულისხმობს. გამოცემა Sun-ის მტკიცებით, ოჯახებმა უსაფრთხოებისთვის ორი კერძო ფირმა დაიქირავეს, დიდი ალბათობით ცერემონიაზე სტუმრებს სთხოვენ არ გამოიყენონ ტელეფონები და არ გადაიღონ სურათები მანამ, სანამ ბრუკლინისა და ნიკოლას ექსკლუზივს დიდი გამოცემა არ შემოგვთავაზებს.

ზევით