#სილამაზე

ბროწეულის ფერი - სერგო ფარაჯანოვის ფილმით შთაგონებული სუნამო

გაზიარება:

| თეო კარანაია |

ნიშური პარფიუმერიის გერმანულმა სახლმა ბროწეულისფერს ახალი განზომილება შესძინა და სუნამოების მოყვარულებს სერგო ფარაჯანოვის კინემატოგრაფიული შედევრის, ,,ბროწეულის ფერის“, ინსპირაციით შექმნილ სურნელს სთავაზობს.

ბროწეულისფერი, სუნამო, სერგო ფარაჯანოვის სუნამო, pomegranate,

Moth and Rabbit 2016 წელს, Elke Filpes-მა და Christian Choi-მ ბერლინში დააარსეს. ბრენდის ტექნოლოგია გერმანული დახვეწილობისა და ფრანგული ელეგანტურობის ნაზავს წარმოადგენს. კომპანიის ფილოსოფია კი უნიკალური სუნამოს შექმნას, ინდუსტრიაში დადგენილი საზღვრების გარღვევასა და სტერეოტიპების დამსხვრევას წარმოადგენს.

MOTH and RABBIT, გერმანული ბრენდი, სუნამო, სერგო ფარაჯანოვი, ბროწეულისფერი, ბროწეულის ფერი

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყნოსვით აღიდგენენ წარსულის მოვლენებს. Moth and Rabbit-ის ფილოსოფიაც ასეთია - ბრენდს სურს, რომ სუნამომ ხალხში მათი საყვარელი ხელოვანის ფილმის ნახვისას განცდილი შთაბეჭდილებები აღადგინოს და არომატის ყოველი შეგრძნებისას იმ დროს განცდილი ემოცია განაახლოს.

,,ბროწეულის ფერი“ მთლიანად ფარაჯანოვის ამავე სახელწოდების ფილმის მოტივებზე შეიქმნა.

ბროწეულისფერი, ბროწეულის ფერი, სერგო ფარაჯანოვის ფილმი, სუნამო

სუნამოს მთავარი ნოტებია ბროწეული, მოცხარი და ციტრუსი. მთლიანობაში არომატული პროდუქტი აღმოსავლური სურნელებით გამოირჩევა. სურნელის შექმნასა და ფორმირებაზე, 25 წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელმა პარფიუმერმა, მარკ ბაქსტონმა იზრუნა.

ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით შექმნილი ფილმი სომხური და სპარსული კულტურის მოტივების ნაზავია. სოციალური რეალიზმის ჟანრის ეს ქმნილება დღემდე არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა, თუმცა ფილმის სურნელის გაცოცხლების მცდელობა აქამდე არ ყოფილა. ფარაჯანოვის შემოქმედების სრულიად ახალ განზომილებაში გადატანის იდეა ცალსახად ინოვაციურია და პარფიუმერიის თაყვანისმცემლებთან ერთად, არც კინემატოგრაფიის მოყვარულებს დატოვებს გულგრილს.

ბროწეულისფერი, ბროწეულის ფერი, სუნამო, ახალი სუნამო, ნიშ პარფიუმერია, გერმანული ბრენდი, სერგი ფარაჯანოვი, ყიდვა, ონლაინ მაღაზია
NO 14 - THE COLOUR OF POMEGRANATE

ყიდვა

 

 

ზევით