#მოდა

ბელა ჰადიდის ძველი ჰოლივუდის გლამური კანის წითელ ხალიჩაზე

გაზიარება:

კანის წითელი ხალიჩის მოდის დედოფალი კინოფესტივალზე გამოჩნდა, ბელა ჰადიდი საკულტო ხალიჩაზე ფილმ The Innocent-ის პრემიერისთვის, გასულ დღეს მივიდა და საფრანგეთში ძველი ჰოლივუდის გლამურიც მიიტანა. ბელას ჩაცმულობაზე ცნობილმა სტილისტმა ლოუ როახმა იზრუნა, სუპერმდელს იტალიური მოდის სახლ Versace-ს შავი კაბა ამშვენებდა.

ულამაზესი ქმნილება ჯანი ვერსაჩის შემოქმედება გახლდათ, რომელიც დიზაინერმა Teatro alla Scala-ს ოპერისთვის შექმნა. ბელას ამ კაბაში ხილვამ კი კანის კინოფესტივალს ძვირფასი მოდური მომენტი შემატა

ხავერდის შავი კაბა, რომელიც Versace-ს 1987 წლის კოლექციიდან გახლდათ, იდეალურად იმედორებდა ბელა ჰადიდის სხეულის სილუეტს, უზარმაზარი ბაფთა კი, რომელიც კაბის უკანა ნაწილის დეტალს წარმოადგენდა, დელიკატურ ექსტრავაგანტურობას მატებდა Versace-ს სილუეტს. 

ბელა ჰადიდმა Versace-ს კაბას Chopard-ის თვალისმომჭრელი სამკაულები შეუხამა.

ბელა ჰადიდის რეტრო სილუეტი თანამედროვე მოდის გამოძახილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, იმ ტენდენციის პირველწყარო, რომელსაც ცნობილი მოდის სახლები და დიზაინერები აქტიურად იმეორებენ, მათ შორის Batsheva, Rodarte თუ and Carolina Herrera. ამ სეზონზე, ექსტრავაგანტურ სილუეტებზე პოპულარული მაღალ მოდაში თითქოს არც არაფერია.

ზევით