#მოდა

ბალერინა ფეხსაცმელები ამ სეზონის მთავარი ტრენდია

გაზიარება:

2022 წლის შემოდგომის სეზონს 90-იანი წლების კიდევ ერთი ტრენდი უბრუნდება, ბალერინას პუანტების შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელები მოდის რადარებიდან სრულად არც არასდროს გამქრალან, თუმცა ნამდვილ დიდებას სწორედ 90-იან წლებში მიაღწიეს. ალბათ, ყველას გახსოვთ როგროც ირგებდნენ ბალერინებს ისეთი ცნობილი ქალები, როგორებიც ქეით მოსი, რიანა და კირა ნაითლი იყვნენ და როგორ ესწრებოდნენ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას ამ ფეხსაცმელებში, დრეს კოდის არსებობის მიუხედავად.

მართალია, 2022 წელს ბალერინების ტრენდი დაბრუნდა, თუმცა ათწლეულებისგან განსხვავებით ის ახლა სახეცვლილი გვიბრუნდება. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებებზე Simone Rocha-ს, Giorgio Armani-სა და Salvatore Ferragamo-ს ჩვენებებზე, ერთმანეთის მიყოლებით ვიხილეთ გასული საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი ყველაზე მინიმალისტური და დახვეწილი ტრენდის დაბრუნება, მაგრამ ამჯერად სხვა ტრენდული აქსესუარებით და დეტალებით გაფორმებული.

მოდის ინდუსტრიაში ბალერინების დიდ დაბრუნება დაადასტურეს კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე მისულმა სტუმრებმაც, რომლებმაც ერთმანეთისგან განსხვავებულად და საკმაოდ ორიგინალურად მოირგეს ეს სტილი და შემოდგომის სეზონისთვის ბალერინების მორგების რამდენიმე მოდური მასტერკლასიც შემოგვთავაზეს.

წარმოგიდგენთ ბალერინა ფეხსაცმელებს, რომელთა შეძენა ქართულ ბაზარზეც შეგიძლიათ:

ZARA - LEATHER BALLET FLATS WITH BOW DETAIL 169 ₾

ყიდვა

MASSIMO DUTTI - LEATHER BALLET FLATS WITH GATHERED TOE 359 ₾

ყიდვა

MANGO - Bow leather ballerina 149 ₾

ყიდვა

ZARA - SLINGBACK BALLET FLATS WITH RHINESTONES 99 ₾

ყიდვა

MASSIMO DUTTI - GATHERED LEATHER BALLET FLATS 269 ₾

ყიდვა

MANGO - Ankle-cuff pointed toe shoes 169 ₾

ყიდვა

ZARA - METALLIC LEATHER SLINGBACK BALLET FLATS 169 ₾

ყიდვა

ზევით