#სილამაზე

APIVITA - პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი თქვენი სილამაზისთვის

გაზიარება:

რამდენად ხშირად აკეთებთ არჩევანს ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებზე? საუკუნოვანი ტრადიციის კვალდაკვალ, მცენარეული ექსტრაქტებისა და ეთერზეთებისგან დამზადებული კოსმეტიკა, სილამაზის ინდუსტრიაში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უკვე ათწლეულებია, რაც ბერძნული კოსმეტიკური ბრენდი „აპივიტა“, საკუთარ ბუნებრიობას არა მხოლოდ შეფუთვაზე წარწერით, არამედ პროდუქტების შემადგენლობით, ბრენდის ფილოსოფიითა და გარემოსთან დამოკიდებულებით ავლენს. „აპივიტა“ (APIVITA) - თმის, სახისა და ტანის მოვლის ბუნებრივი პროდუქცია, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და დღეს გიამბობთ ყველაფერს, რაც ბრენდის შესახებ უნდა იცოდეთ.

ნატულარუი კოსმეტიკა აპივიტა

„ფუტკრის სიცოცხლე“ ასე ითარგმნება ბერძნულიდან სიტყვა „აპივიტა“, მისი სილამაზის ინდუსტრიასთან გადაკვეთის წერტილი ისტორიაში კი 1972 წლიდან ჩნდება. სწორედ 1972 წელს, ბერძენმა ფარმაცევტმა წყვილმა გადაწყვიტა ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტებითა და მეფუტკრეობით მიღებული ინგრედიენტებით შეექმნა კოსმეტიკა. დღეს „აპივიტა“ აერთიანებს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებების არაერთ ხაზს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, ბრენდი, PUIG ჯგუფის წევრია. ჯგუფი მე-3 ადგილს იკავებს დერმატო კოსმეტიკის მსოფლიო ბაზარზე.

1979 წელს, წყვილმა „აპივიტა“ წარუდგინა სამყაროს, მომავალში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კოსმეტიკური ბრენდი.

ბუნებრივი ფორმულები და ჰოლისტიკური მიდგომა

„აპივიტას“ პროდუქციის შემადგენლობის 85-100% ნატურალური ინგრედიენტები და ეთერზეთებია. თითოეულ ფლაკონში ჰარმონიულად არის შერწყმული საუკუნოვანი გამოცდილების სამკურნალო მცენარეები და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები. 

აპივიტა

პროდუქტების შემადგენელი კომპონენტია დაპატენტებული პროპოლისი. წარმოების პროცესში გამოყენებულია ინკაფსულირების ტექნოლოგია. ის გულისხმობს ღრმად შეღწევას კანის შრეებში და ეტაპობრივ გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს უჯრედების აქტივობას, მეტაბოლიზმს და ანტიოქსიდანტებისგან დაცვას. „აპივიტა“ თავის მოვლის რამდენიმე ხაზს აერთიანებს, მათ შორისაა Express Beauty (ნიღბები, სკრაბები ხელისა და ტუჩის მოვლის საშუალებები), Aqua Beelicious (ახალგაზრდა კანის მოვლის მიმართულება), BEE Radiant (სიბერის პირველად ნიშნებთან ბრძოლის ხაზი) და BEEvine Elixir (40+  ასაკობრივი კატეგორია).

აპივიტა საქართველოში

პრემიუმ კლასის ნატურალური კოსმეტიკის ბრენდის, „აპივიტას“ პრეზენტაცია, სასტუმრო Windhan Grand Tbilis-ში გაიმართა. მას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ კომპანია GEPHA, რომელიც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ზევით