#კულინარია

Aperol Spritz - იტალიური სტილის და დახვეწილი გემოვნების გამოხატულება

გაზიარება:

როდესაც ზაფხულის სადღესასწაულო განწყობის, ენერგიისა და ბედნიერი მომენტების საუკეთესო თანამგზავრ კოქტეილზე ვფიქრობთ, პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება შუშხუნა, ნარინჯისფერი აპეროლ სპრიცია (Aperol Spritz). ლეგენდარული იტალიური კოქტეილი, რომელსაც იტალიის ქუჩებში ყოველ კუთხეში მოკრავთ თვალს, ორი ძირითადი ინგრედიენტისგან: აპეროლისა და შუშხუნა ღვინო პროსეკოსგან (ჩინზანო პროსეკო/Cinzano Prosecco) მზადდება.

Aperol არის პრემიალური, შედარებით დაბალი ალკოჰოლის შემცველობის ლიქიორი და აპერიტივი, როგორც მისი წარმოშობის ქვეყანა იტალიაში აქვს პოზიციონირება. იგი საუკუნოვან ისტორიას ითვლის, 1919 წელს ქალაქ პადუაში პირველად გამოჩნდა და მას შემდეგ უცვლელი საიდუმლო რეცეპტის, უნიკალური გემოსა და მახასიათებელი ფორთოხლისფერი შეფერილობის მეშვეობით კონკურენტი არ ჰყავს - ნებისმიერი ბარის თუ კოქტეილების მოყვარულთა სასმელების ასორტიმენტში აუცილებლად წარმოდგენილია.

აპეროლი 7 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ძმებმა ბარბიერებმა (ლუიჯი და სილვიო) შექმნეს. თუმცა მისი რეცეპტი შექმნის დღიდან გასაიდუმლოებულია, ვიცით რომ ეს ჯადოსნური სითხე სხვადასხვა, მკაცრად ნარჩევი სახის მცენარეების/სანელებლების/ციტრუსების ინფუზიის(პროცესი, როდესაც ქიმიური კომპონენტები გამოიდევნება სხვადასხვა ინგრედიენტებიდან)   და შემდეგ ფილტრაციის საფუძველზე მიიღება.

წლების განმავლობაში აპეროლი მხოლოდ სასმლის ბრენდს გასცდა და იტალიური სტილის, დახვეწილი გემოვნების გამოხატულებად ჩამოყალიბდა. აპეროლის პირველი სარეკლამო პოსტერი 1920 წელს დაიბეჭდა, ის და შემდგომი სარეკლამო კამპანიები დღეს უკვე ვინტაჟად არიან აღიარებულნი. აპეროლის სარეკლამო კომუნიკაციები მჭიდრო კავშირშია ხელოვნებასთან, იტალიელ ცნობად სახეებთან და ე.წ არტ საზოგადოებასთან.

დღეს აპეროლი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების პორტფელის Campari Group-ის წევრია სხვა უამრავ ცნობილ ბრენდებთან ერთად როგორებიც არიან Campari, Cinzano, Espolon და ა.შ.  და მსოფლიო მასშტაბით 190 მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში აპეროლი ოფიციალურად დაახლოებით 10 წელია რაც იყიდება, ხელმისაწვდომია როგორც სხვადასხვა ალკოჰოლის სპეციალიზებულ ასევე ქსელურ მაღაზიებში, რა თქმა უნდა HoReCa-ში (კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასტუმროებში) და ონლაინ მიწოდების პლატფორმებზე Wolt/Glovo.

ფორთოხლისფერი ვიზუალების თუ სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ქართული აპეროლ სპრიცის ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებს, ხოლო ამ ჯადოსნური სასმლის სახლის პირობებში დასამზადებლად, რაც უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე რთულია, როგორც ეს წარმოგვიდგენია ხოლმე, გთავაზობთ მაგიური ნარინჯისფერი კოქტეილის რეცეპტს:

ინგრედიენტები:

აპეროლი

პროსეკო (იდეალურ შემთხვევაში ჩინზანო პროსეკო/Cinzano Prosecco) 

სოდა წყალი 

ფორთოხალი

მომზადების წესი:

ყინულით სავსე ჭიქაში, 3-2-1 პროპორციებით და მოცემული მიმდევრობით დაამატეთ ჩინზანო პროსეკო (90მლ), აპეროლი (60მლ), სოდა წყალი (30მლ), ნაზად ამოურიეთ და გააფორმეთ ფორთოხლის ნაჭრით. არ არის აუცილებელი მლ-ები ზუსტად გავზომოთ, მთავარია 3-2-1 პროპორციები თვალის ზომით დავიცვათ.

ზევით