#მოგზაურობა

აღნიშნეთ ახალი წლის ღამე Trademark Collection by Wyndham-თან ერთად

გაზიარება:

ჯერაც არ დაგიგეგმავთ სად გაატარებთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს? გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია, ეს კარგად გვესმის, თუმცა ზოგჯერ ყველა ჩვენი მოთხოვნისა და სურვილების საპირწონედ, ჩნდება მინიშნება, რომელზეც უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია.

Trademark Collection by Wyndham გრიგოლეთის ფიჭვნარსა და სიმშვიდეში ჩაფლული სასტუმროს კომპლექსია, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ გამოცდილებას, დასვენებასა და გართობას ჰპირდება.

საერთაშორისო ბრენდი, გრიგოლეთში, 60 ნომრით გახლავთ წარმოდგენილი. დახვეწილი ინტერიერით, კომფორტული ნომრებით, დახურული აუზით და უგემრიელესი რესტორნით, Trademark Collection by Wyndham წელიწადის ნებისმიერ დროს, დამსვენებლებისთვის, დაუვიწყარი გამოცდილების მიღების იდეალური არჩევანია, თუმცა როდესაც საქმე ახალი წლის დღეებს ეხება, ამ შემთხვევაში ყველაფერი ორმაგად ჯადოსნური ხდება.

Trademark Collection by Wyndham ახალი წლის 3 დაუვიწყარი დღისა და ღამის გატარებას გვპირდება. დღესასწაული 31 დეკემბერს საზეიმო მიღებით და საახალწლო გალა ვახშმით დაიწყება, ამ მაგიური ღამის დიდ უპირატესობას ის მუსიკალური პროგრამა წარმოადგენს, მაია ბარათაშვილის შესრულებით, რომელმაც ახალი წლის ღამე თითოეული დამსვენებლისთვის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სადღესასწაულო მოგონებად უნდა აქციოს.

რასაკვირველია, მხიარულება Trademark Collection by Wyndham-ში 1-ელ იანვარსაც გრძელდება, საახალწლო ბრანჩს, ბენდ Why Not?-ის ცოცხალი შესრულება მოჰყვება. 2 იანვარს კი შესაძლებლობა მოგეცემათ მშვიდ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად შეიგრძნოთ გრიგოლეთის სასტუმროს კომპლექსის ის იდუმალი მხარე, რომელიც მაქსიმალურად სასიამოვნო დასვენებისთვისაა შექმნილი.

იქნებ სწორედ ესაა, რაც ახალი წლის ღამეს ასე ძალიან გვჭირდება?! მომნუსხველი ზღვის ხედები, სიმშვიდე, დასვენებისა და გართობის ტანდემი და ბევრი, ძალიან ბევრი წარუშლელი მოგონება, რომელიც Trademark Collection by Wyndham-თან უხილავი ძაფით დაგაკავშირებთ.

ზევით