#მოდა

5 რამ, რაც თქვენი გაზაფხულის LOOK-ს გაამრავალფეროვნებს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

layerinng, ტრენდი, ლეიერინგი, მაისურზე პერანგი, პიჯაკი, გაზაფხულის ლუქი, ბელა ჰადიდი

Layering

რამდენიმე ფენა ტანსაცმლის ჩაცმა გაზაფხულზე ძალიან კარგი არჩევანია. ქუჩის სტილში განსაკუთრებით გავრცელებული პერანგისა და ნაქსოვი ჟილეტის, ან მოკლე მაისურისა და პერანგის კომბინაციაა. დამატებით თუ საწვიმარ ლაბადას, ან პიჯაკს მოიცვამთ, ერთდროულად ცივი და მზიანი დღისთვის იქნებით მზად.

პიჯაკი, ზაფხულის პიჯაკი, კუბოკრული, კლეჩატი, საგაზაფხულო პიჯაკი, მოსაცმელი
Bladen jacket

ყიდვა

ჟილეტი, ნაქსოვი ჟილეტი, საგაზაფხულო ჟილეტი
Marc Jacobs - Daisy Vest

ყიდვა

თეთრი პერანჯი, საროჩკა, ქალის პერანგი, თეთრი ქალის საროჩკა, ზარა, მანდო, h&m
JENNY  - COTTON POPLIN SHIRT

ყიდვა

 

წითელი კოლგოტი, ფერადი კოლგოტები, წინდები, ფერადი წინდები, ფერადი ნასკები

ფერადი წელწინდები და წინდები

2024 მოდის ინდუსტრიაში ექსპერიმენტებისა და გამბედაობის წელია. ქუჩის ჩაცმულობაში ფერად დეტალებს ხშირად შეხვდებით, რომლებიც მთლიან look-ს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. გაზაფხულზე თან თბილად და მოდურად ჩაცმაში წელწინდები და ფერადი წინდები დაგეხმარებათ. ისინი თამამად შეგვიძლია შევუხამოთ ღია ლოფერებსა და მერი ჯეინებს.

გრძელი შორტები, ქალის შორტი, თეთრი შორტი, საგაზაფხულო შორტები, ტრენდული შორტი, მოკლე შარვალი

გრძელი შორტები

ე.წ. Bermuda Shorts-ს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა “აითემი” 2024 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი ტრენდად მაინც რჩება. კოლექციებში უკვე გამოჩნდა მაღალი, თუ საშუალო, ტყავის, ნაჭრისა და ჯინსის შორტები. ეს სამოსი კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაციის ელფერს ატარებს და განსხვავებული სტილის მქონე ადამიანების გემოვნებას ერგება.

შორტებუ, გრძელი შორტი, მოდური შორტებ, ქალის შორტი, მოკლე შარვალი
Vatoa twill shorts

ყიდვა

 

ასიმეტრიული ტანსაცმელი

ასიმეტრიული ტანსაცმელი, განსაკუთრებით მაისურები და ე.წ. ბოდეები კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც ხელების თბილად შენარჩუნება, თუმცა კანის გარკვეული ნაწილის გამოჩენა გვსურს. ეს კი კომფორტული, მოკრძალებული და ამასთანავე სექსუალური look-ის შექმნაში გვეხმარება.

ასიმეტრიული ზედა, ცალი მხარი, მხარზე გახსნილი ზედა, ქალის ზედა
ZARA - ASYMMETRICAL RIBBED SHIRT

ყიდვა

 

გრძელი ქვედაბოლო, კლასიკური ქვედაბოლო, მომდგარი ქვედაბოლო, კაბა

გრძელი ქვედაბოლოები

Miu Miu-მ, Gucci-მ და სხვა ბრენდებმა, 90-იანი წლების გრძელი, სხეულზე მომდგარი ქვედაბოლო თითქმის უცვლელი დიზაინით დააბრუნეს. ამ უკანასკნელის შეძენა თქვენთვის კომფორტული დიზაინითა და ქსოვილის მიხედვით შეგიძლიათ. არჩევანი უსაზღვროა, დაწყებული ტყავითა თუ ჯინსით და აბრეშუმით დამთავრებული.

გრძელი ქვედაბოლო, მომდგარი ქვედაბოლო, კლასიკური ქვედაბოლო
Theory high-waisted pencil skirt

ყიდვა

ენდული ფერების რიგებში შეხვდებით ნარინჯისფერს, ღია ცისფერსა და მუქ წითელს. ასევე, ჩვენი სტილის გაუმჯობესებისთვის, მოდის სახლები დიდი, განსაკუთრებული ქამრებისა და ბევრი აქსესუარის გამოყენებას გვირჩევენ. ინსპირაციისთვის კი ყოველთვის შეგვიძლია მიმდინარე პერიოდის IT გოგონების, მაგალითად ბელა ჰადიდის, სოფია რიჩისა, თუ ზენდეიას ინსტაგრამ გვერდებს მივაკითხოთ.

ზევით