#მოდა

5 Must See მოდური ტრენდი 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებებიდან

გაზიარება:

მოდის სამყაროსთვის სექტემბერი ახალი წლის არაოფიციალურ საწყისადაა მიჩნეული. დიდი საზაფხულო შესვენების შემდეგ, დიზაინერები და წამყვანმა მოდის სახლები მომავალი წლის სეზონისთვის თავიანთ იდეებსა და წარმოდგენებს გვიზიარებენ. ცხადია, ეს იდეები რამდენიმე თვეში იმ ტრენდებად რეალიზდება, რომლებსაც ყველანი ერთი მეორის მიყოლებით მოვირგებთ. 

2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ჩვენებებზე ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ისეთმა დიზაინერებმა მოახდინეს, როგორებიც პრაბალ გურუნგი, მაქსიმილიან დევისი და რალფ ლორენი არიან. დღეს იმ 5 Must See მოდურ ტრენდს წარმოგიდგენთ, რომლებიც, დიდი ალბათობით, ჩვენი გარდერობების ნაწილიც გახდება.

1. ნათელი ფერები

Ralph Lauren Spring/Summer 2024

გაზაფხულისთვის დამახასიათებელი პასტელური ფერების ნაცვლად, დიზაინერებმა 2024 წლის სეზონის კოლექციების ჩვენებებზე უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღეს და ბევრად კაშკაშა და ნათელი სილუეტები წარმოგვიდგინეს, ვიდრე ოდესმე: ყვითლიდან - წითლამდე და წითლიდან ლურჯამდე. ერთი რამ ნათელია - ფერები მომავალი წლის გაზაფხულის სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება.

2. ჯინსი-ჯინსზე

Diesel Spring/Summer 2024

მართალია, ამ ტრენდზე არა ერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, თუმცა მისი მოდური მომენტის გარდაუვალობა, 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებებზეც დადასტურდა. 

3. Metallics

Ralph Lauren Spring/Summer 2024

იქნება ეს თხევადი ოქრო (როგორც Ralph Lauren-ის ჩვენებაში) თუ ბიონსეს მიერ Renaissance Tour-ზე მორგებული მბზინავი ვერცხლი (LaQuan Smith-ის შემოქმედება), ცხადია, რომ მომავალ სეზონებზე ძვირფასი მეტალის აქსესუარებს დიდი დატვირთვა ექნება. 

4. დიდი ზომის მოსაცმელები

LaPointe Spring/Summer 2024

როგორც Etro-მ, Khaite-მ და  LaPointe-მ გვამცნეს, დიდი ზომის, ე.წ. "ოვერსაიზ" მოსაცმელები 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის ბრუნდება. ტრადიციული ზამთრის ქურთუკებს მიღმა, დიდი ზომის მოსაცმელები, ბლეიზერებსა და კოსტიუმების ფორმითაც შეგვხვდება.

5. ორეულები

Coach Spring/Summer 2024

Coach-მ და Khaite-მ კი გვაჩვენეს, რომ ორეულები მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისთვის კი არა, ყოველდღიური სტილისთვისაც იქმნება. ტყავის ბლეზერისა და მაქსი ქვედაკაბის კომპლექტი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად Look-ად მოგვევლინება.

ზევით