5 MUST HAVE პროდუქტი DELFY-სგან საახალწლო მაკიაჟის შესაქმნელად

წელიწადის ყველაზე ზღაპრული ღამის დადგომამდე ძალიან ცოტა დრო რჩება! ახალ წელთან შეგებება, გულში ჩაღვრილ სითბოსთან და ანთებულ თვალებთან ერთად, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენასაც ეხება. ამ ჯადოსნურ ღამეს ვცდილობთ გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც არასდროს, რათა მომავალი წელიც შესაბამის ნოტზე გაგრძელდეს.

როდესაც მაგიური საღამოსთვის სამზადისი აქტიურ ფაზაშია შესული და ჩვენს საახალწლო to do list-ში ჯერ კიდევ ბევრი პუნქტი გვაქვს მოსანიშნი, The Diary-მ თქვენი ცხოვრების შემსუბუქება გადაწყვიტა. წარმოგიდგენთ, 5 MUST HAVE პროდუქტს, რომლებიც სრულყოფილი და თვალისმომჭრელი სადღესასწაულო მაკიაჟის შესაქმნელად არის საჭირო. ვითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ საახალწლო ციებ-ცხელებაში ამ პროდუქტების სხვადასხვა მაღაზიაში მოძიება დამატებით დროის დახარჯვასთანაა დაკავშირებული, ამიტომ დღეს არჩევანს ბრიტანულ ხარისხზე - Delfy Georgia-ზე ვაკეთებთ.

ქვემოთ წარმოდგენილი ხუთივე კოსმეტიკური საშუალების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეებში.

1. CC Cream

და რით უნდა დავიწყოთ თუ არა CC Cream-ით. Delfy-ს ეს კრემისებრი პროდუქტი გაჯერებულია კანის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებებით. მსუბუქი ტექსტურით გამორჩეული CC Cream თანაბრად ნაწილდება სახის კანზე, იდეალურად ფარავს დეფექტებს და ქმნის ბზინვარე ეფექტს, რაც ახალი წლის ღამეს ასე ძალიან გვჭირდება. CC Cream-ის დატანის შემდეგ კანი ხდება ერთგვაროვანი. აღსანიშნავია ისიც, რომ Delfy-ს ეს პროდუქტი შეიცავს ვიტამინ C-ს და მზისგან დამცავ ფაქტორს (SPF20).

CC Cream – Natural

ყიდვა

2. სახის სკულპტორი

კანის ერთ ფერში მოყვანის შემდეგ, სახის მოდელირების დროც დგება. სახის ნაკვთების გამოსაკვეთად Delfy-ს ეს 2-1-ში პროდუქტი შევარჩიეთ. მისი დახმარებით შეძლებთ: სკულპტორის ერთ ბოლოზე არსებული კორექტორის დახმარებით სახის ოვალის ფორმირებას, მეორე ბოლოზე ჰაილაითერის დახმარებით კი ღაწვებისა და თვალების ამონათებას.

Delfy Cosmetics Sculptor

ყიდვა

3. ტუჩის კონტური

ტუჩის მაკიაჟზე გადასვლის დროა. ტუჩის კრემისებრი ფანქარი იდეალური საშუალებაა როგორც ტუჩის კონტურის მოსახატად, ისე ტუჩის მთლიანი ზედაპირის დასაფერად. გირჩევთ, ტუჩის ფანქრის შეძენისას არჩევანი მდგრად ტექსტურაზე დაყრდნობით გააკეთოთ, რათა მიღებული შედეგი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. 

Delfy Lipliner Pencil 070

ყიდვა

4. ტუჩსაცხი

ტუჩის მაკიაჟის დასასრულებლად კი გამოვიყენოთ ხავერდოვანი ტუჩსაცხი მაღალი დაფარვით. თუკი Delfy-ის ტუჩსაცხების მოყვარული ხართ, გეცოდინებათ, რომ ყველაზე მაღალი დაფარვის ტუჩსაცხებიც კი, მათში შემავალი E ვიტამინის, ალოესა და ასკილის ექსტრაქტებს წყალობით, იდეალურად იცავენ ტუჩებს გამოშრობისგან. 

Delfy Velvetly Matt Lipstick – Mocca

ყიდვა

5. ფხვიერი პუდრი

როდესაც სახის კანიც ანათებს და ჩვენი ტუჩებიც მზადაა ახალი წლის შესახვედრად, გირჩევთ, სადღესასწაულო მაკიაჟი ფხვიერი პუდრით დააფიქსიროთ. ეს პროდუქტი მაკიაჟის ფიქსატორის როლს ასრულებს და ჩვენ მიერ შექმნილ ლუქს დიდი ხნით ანიჭებს ბზინვარებას. გარდა ამისა, პუდრის ულტრაფხვიერი ტექსტურა სახიდან ე.წ. სიპრიალეს ხსნის, იდეალურად ფარავს ნაოჭებსა და სახის ფორებს და ჩვენს კანს გლუვსა და მიმზიდველს ხდის. CINEMA-ს ეს უნიკალური ფხვიერი პუდრი 3 სხვადასხვა ფერის კომბინაციისგან შედგება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სახის სხვადასხვა ზონაზე, განსხვავებული ტონალობა შევარჩიოთ ან სულაც მათი მიქსი გამოვიყენოთ.

Delfy Cinema Ultra Fine Loose Powder

ყიდვა

ზევით