#მოგზაურობა

5 ყავის კაფე, სადაც სწავლას და დისტანციურად მუშაობას მოახერხებთ

გაზიარება:

სახლიდან მუშაობის თაობაზე დისტანციურად მომუშავეთა აზრი ყოველთვის ორად იყოფა. თუ ერთი ნაწილისთვის ეს კომფორტთან და პროდუქტიულობასთანაა დაკავშირებული, მეორე ნაწილისთვის პირიქით. ერთი რამ, რაზეც ორივე მხარე თანხმდება ისაა, რომ ხშირად გარემოს შეცვლა სავალდებულოა, ამ დროს კი საერთო სამუშაო სივრცეებსა, თუ მყუდრო კაფეებს, სადაც სწავლაც და მუშაობაცაა შესაძლებელი, ოქროს ფასი აქვს. ბლოგი - My Cappuccino Mornings პირადი გამოცდილებით, თბილისში მდებარე იმ ტოპ 5 კაფეს გვიზიარებს, რომელიც მყუდრო გარემოთი და შთამაგონებელი ატმოსფეროთი, იდეალურია ლეპტოპით მომუშავეთათვის.

1. Ertikava Coffeeroom

@ertikava_coffeeroom არ არის ტიპიური ყავის კაფე თბილისში. ეს არის go-to ადგილი, სადაც უნდა წახვიდეთ იმ შემთხვევაში, თუკი სასიამოვნო გარემოს ეძებთ, სადაც შეძლებთ კომფორტულად ისწავლოთ, ან იმუშაოთ. გარდა ამისა, აქ გემრიელ და ჯანსაღ საუზმეს ამზადებენ. Ertikava არაა უბრალოდ კაფე. ეს არის შესანიშნავი ლოკაცია ყავის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც მეგობრულ სივრცეს პროდუქტიულობის გასაზრდელად ეძებს.

2. Coffee Lab•ყავის ლაბორატორია

რა გახსენდებათ პირველად, როდესაც დისტანციურად სამუშაოდ გინდათ სადმე ყავაზე ან ლანჩზე გასვლა? ალბათ თქვენს უმეტესობას @coffeelabgeorgia-ს კაფეები (სულ 5). ყველას ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ კაფეებში უბრალოდ შეხვედრაზე, სასაუზმოდ თუ სამუშაოდ, ალბათ დამეთანხმებით, როგორი უნიკალური და მყუდრო ატმოსფერო გვხვდება თითოეული სტუმრისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად. მე პირადად, ძალიან მიყვარს @coffeelabgeorgia-ს კაფეებიდან მუშაობა, რადგან მარტო არასდროს არ ვარ ხოლმე, ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი მუშაობს, შეხვედრებზეა, ლანჩზეა, რაც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო ფუსფუსის გარემოს ქმნის.

3. Red Man Cafe

@redman_cafe იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა თბილისში, საოცარი ფერებითა და ატმოსფეროთი გამორჩეული ინტერიერი, სადაც შესვლისთანავე გხვდებათ საოცარი ყავის სურნელი. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყოს ის ფაქტი, რომ @redman_cafe-ში გათვლილია სპეციალური ადგილები მწეველთათვისაც, მცირე ზომის ტერასაზე და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ლეპტოპით სტუმრობენ სამუშაოდ. ამავე კაფეში, საღამოს შეგიძლიათ დააგემოვნოთ უნიკალური და შესანიშნავი ღვინოები.

4. Iveria Cafe

ეს ადგილი უკვე რამდენიმე წელია უყვართ ადგილობრივებს და ტურისტებს. მას ხშირად სტუმრობენ სტუდენტებიც. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საუზმით, იმეცადინოთ, იმუშაოთ და თქვენს საქმეზე კონცენტრირდეთ.

5. Coffee Soul

თუ ფერები გიყვართ, მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა! @coffeesoul_tbilisi ათონელის ქუჩაზე აღმოვაჩინე, ბაზარი ორბელიანის მოპირდაპირედ და მაშინვე ძალიან შემიყვარდა. ეს არის ძალიან მშვიდი და ლამაზი ადგილი უგემრიელესი კერძებით, შესანიშნავი მომსახურებით და კიდევ უფრო შესანიშნავი მდებარეობით. შეგიძლიათ იმუშაოთ, ან ისწავლოთ ფინჯანი ყავის თანხლებით და თუ თქვენც ჩემსავით ვეგეტარიანელი ხართ, დააგემოვნოთ ტოსტები, ან ბოსტნეულის თასები.

ზევით