#დეკორი

5 იდეა ნაძვის ხის საახალწლოდ მოსართავად

გაზიარება:

არაფერი ქმნის ისეთ ჯადოსნურ საახალწლო განწყობას, როგორც ამას დღესასწაულისთვის ათასფერად მორთული ნაძვის ხე. საახალწლო სეზონის საუკუნოვანი ტრადიცია, ყოველთვის წარმატებით ახერხებს ჩვენი ბავშვური სიხარულის გამოღვიძებას. რა გასაკვირია, მასში ხომ ჩვენს ყველაზე იდუმალ ოცნებებსა და მომავლის იმედებს ვაქსოვთ. 

სწორედ ამიტომ წარმოადგენს ნაძვის ხის შერჩევა და მისი მორთვა ყველაზე მაგიურ პროცესს, წელიწადის ყველაზე ჯადოსნურ დროს. დღეს, წარმოგიდგენთ 5 განსხვავებულ ნაძვის ხეს (რომლებსაც  VELI.store გვთავაზობს) და ელეგანტურ დეკორაციულ იდეებს მათ მოსართავად. საბოლოო შტრიხების შეტანა კი თქვენთვის მოგვინდვია!

1. თვალისმომჭრელი დეკორაციები

ყიდვა

მათ, ვისთვისაც სათამაშოების რაოდენობა ნაძვის ხეზე საკმარისი არასდროსაა, გეტყვით რომ თქვენ მარტო არ ხართ. მეტიც, 2024 წლის ნაძვის ხის ტრენდებში სათამაშოებით დახუნძლულ ხეებს ხშირად მოკრავთ თვალს. უმჯობესი იქნება დეკორაციების შერჩევისას არჩევანი ერთ კონკრეტულ თემატიკაზე, ან სულაც ფერთა კომბინაციაზე გააკეთოთ და მათი დახმარებით სახლში საახალწლო განწყობა შემოაბრძანოთ.

2. მინიმალისტური და სადა

ყიდვა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მინიმალიზმი ნაძვის ხის მორთულობაშიც აღწევს. მათ, ვინც უპირატესობას არა გადაპრანჭულ, არამედ სადა დეკორაციებს ანიჭებს, ხშირად აქცენტი ნაძვის ხის ფერზე და მისი ტოტების სილამაზეზე აქვს გაკეთებული. მინიმალისტური ნაძვის ხის მოსართავად მხოლოდ ნათურების გამოყენებაც საკმაოდ აქტუალური პრაქტიკაა.

3. აბსტრაქტული

ყიდვა

ნაძვის ხის მორთვა რომ ცალსახად გემოვნებაზეა დამოკიდებული, ამაზე არავინ დავობს. მაშინ, რატომ არ გავცდეთ დაწესებულ ჩარჩოებს და ჩვენს ტრადიციულ ხეს უნიკალურობა არ შევძინოთ? - ეს სავსებით შესაძლებელია და მეტიც, თუ ყიდვის ღილაკზე დააჭერით, ჩვენს რჩეულ აბსტრაქტულ ხესაც გაგიზიარებთ. 

4. თეთრი დედოფალი

ყიდვა

არც თეთრი ნაძვის ხეების მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს და გეტყვით, რომ დეკორაციის ეს სტილი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ოქროსფერი თუ ვერცხლისფერი განათებები და სათამაშოები, თქვენი თეთრი დედოფლის საუკეთესო მეგობრები გახდებიან. გირჩევთ, დეკორაციებზე შოპინგისას არჩევანი სწორედ ამ ორ ფერზე გააკეთოთ.

5. ნაძვის ხე საოცრებათა ქვეყნიდან

ყიდვა

ნუ დაიშურებთ ფანტაზიას, თქვენს ნაძვის ხეს ყოველთვის ექნება იმის პოტენციალი, რომ საოცრებათა ქვეყნიდან გადმოსულს ჰგავდეს. შუშის და ფაიფურის სათამაშოები, გიგანტური ანგელოზები, თუ გირჩები კი ნაძვის ხის მორთვისას შეუძლებელია გადაამეტოთ.

ზევით