#სილამაზე

2023 წლის 10 საუკეთესო ADVERT CALENDAR-ი ქალებისთვის

გაზიარება:

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს? - კითხვა, რომელიც ახალი წლის მოახლოებას ახლავს თან, კვლავ აქტუალურია. ისინი, ვისაც  წელს საუკეთესო სანტას სტატუსის მოპოვება სურს,  უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ რას აჩუქებენ საყვარელ ადამიანებს. იდეების ნაკლებობას არავინ უჩივის, თუმცა, ზოგჯერ მცირედი შთაგონება მაინც ყველას გვჭირდება. დღეს, შევეცდებით ერთი უნივერსალური საჩუქრის - Advent calendar-ის 2023 წლის საუკეთესო ვერსიები წარმოგიდგინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე Advent calendar-ზე საქართველოშიც მიგვიწვდება ხელი, თუკი თქვენი ადრესატისთვის რაიმე განსაკუთრებულის ჩუქებას გეგმავთ, გირჩევთ, თადარიგი დაიჭიროთ და ჩვენი სიიდანაც შეარჩიოთ ერთ-ერთი.

Le 30 montaigne holiday 2023 advert calendar

ღირებულება: $750
პროდუქტების რაოდენობა: 24
რატომ ის? - მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, Dior-ის Advent calendar-ი ყოველ წელს განსაკუთრებულია. ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, დატესტონ როგორც Dior-ის სუნამოები, აგრეთვე ბრენდის თავის მოვლისა და კოსმეტიკის ლუქს პროდუქტები.

LE 30 MONTAIGNE HOLIDAY 2023 ADVENT CALENDAR

ყიდვა

Beauty Advent Calendar 2023

ღირებულება: $270
პროდუქტების რაოდენობა: 24
რატომ ის? - თქვენ წინაშეა, 2023 წლის კიდევ ერთი ბრენდული Advent calendar-ი, YVES SAINT LAURENT-სგან, თუმცა საკმაოდ მისაღებ ფასად. რეალურად £419+ ღირებულების სასაჩუქრე ყუთში, იპოვით თავის მოვლის საშუალებებს, კოსმეტიკას და რა თქმა უნდა, ბრენდის საკულტო სუნამოებსაც.

YVES SAINT LAURENT - Beauty Advent Calendar 2023

ყიდვა

Christian Louboutin Holiday Advent Calendar

ღირებულება: $600
პროდუქტების რაოდენობა: 24
რატომ ის? - უბრალოდ ცდუნებას ვერ გავუძელით, თქვენთვის ეს სილამაზე რომ არ გვეჩვენებინა. Christian Louboutin-ის ლუქს შეფუთვაში გაერთიანებულია სუნამოების მინი ვერსიები და ბრენდის საკულტო სუნამოები. რა შეიძლება ინატრო ამაზე უკეთესი?

Holiday Advent Calendar

ყიდვა

Acqua di Parma Holiday 2023 Advent Calendar

ღირებულება: $600
პროდუქტების რაოდენობა: 25
რატომ ის? - ნიშ სუნამოების ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრენდმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა, როდესაც 2023 წლის Advent calendar-ი წარმოგვიდგინა. 25 პროდუქტისგან შემდგარი სასაჩუქრე ყუთი, რომელიც იტალიური ბრენდის ციტრუსოვან და სხვა დასამახსოვრებელ არომატებს აერთიანებს, ერთ-ერთი ძვირდაღირებული, თუმცა სწორად ინვესტირებული საჩუქარია.

Holiday 2023 Advent Calendar

ყიდვა

Bluemercury 31 Days of Dazzle Advent Calendar

ღირებულება: $300
პროდუქტების რაოდენობა: 31
რატომ ის? - თუ ერთი კონკრეტული ბრენდის შეძენა არ გსურთ, მაშინ ერთ მშვენიერ ნაკრებს წარმოგიდგენთ. Bluemercury-ს 31 დღიანი სასაჩუქრე ყუთი აერთიანებს EltaMD-ის, Kjaer Weis-ის, Sisley-Paris-სა და სხვა ცნობილი ბრენდების პროდუქციას.

31 Days of Dazzle Advent Calendar 2023 (Limited Edition)

ყიდვა

Jo Malone London - 25-Day Advent Calendar

ღირებულება: $495
პროდუქტების რაოდენობა: 25
რატომ ის? - კიდევ ერთი ძვირადღირებული Advent calendar-ი, თუმცა ნამდვილი სამოთხე Jo Malone London-ის მოყვარულთათვის. სასაჩუქრე ყუთი აერთიანებს როგორც ბრენდის კლასიკურ არომატებს, აგრეთვე, სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ არომატებს. Jo Malone London-ის სასაჩუქრე ყუთი იმითაც გამოირჩევა, რომ მასში რამდენიმე full size პროდუქტიც მოიპოვება, რაც ხშირ შემთხვევაში იშვიათობაა. 

25-Day Advent Calendar

ყიდვა

12 Days of Glow Bestsellers Calendar 

ღირებულება: $180
პროდუქტების რაოდენობა: 12
რატომ ის? - თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი მაკიაჟის დიდი მოყვარულია, მაშინ შეუძლებელია ის Bobbi Brown-ის ამ ულამაზეს ყუთზე მეტად რაიმეთი გაახაროთ. ნაძვის ხის გიგანტურ სათამაშოში, ბრენდის 12 პროდუქტი ერთიანდება, რომლებიც სრულფასოვანი მაჯიჟის შესაქმნელადაა საჭირო.

Bobbi Brown 12 Days Of Glow Advent Calendar

ყიდვა

Kiehl’s Limited Edition Holiday Advent Calendar

ღირებულება: $120
პროდუქტების რაოდენობა: 24
რატომ ის? - შეუძლებელია ადამიანმა Kiehl’s ერთხელ დატესტოს, მოირგოს და ის ცხოვრების სამუდამო მეგზურად არ აქციოს. ამ ჯადოსნურ ბრენდს მართლაც რაღაც გასაოცარი ძალა აქვს. თუ თქვენი ადრესატის სილამაზის პროდუქტებში Kiehl’s-სთვის ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი, იცოდეთ რომ ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება მისთვის.

Kiehl’s Advent Calendar

ყიდვა

Saks 25 Days Of Beauty Advent Calendar

ღირებულება: $225
პროდუქტების რაოდენობა: 25
რატომ ის? - Sisley-Paris-დან დაწყებული Dr. Barbara Strum-ით, Charlotte Tilbury-თა და Augustinus Bader-ით დამთავრებული, ეს Advent calendar-ი სილამაზის მოყვარულთა საყვარელ პროდუქტებს აერთიანებს.

Saks 25 Days Of Beauty Advent Calendar

ყიდვა

Clarins 12 Day Advent Calendar

ღირებულება: $79
პროდუქტების რაოდენობა: 12
რატომ ის? - თუ ზემოთ ჩამოთვლილი სასაჩუქრე ყუთები თქვენს ბიუჯეტს სცდება, მაშინ Clarins-ის ამ მშვენიერ ყუთს წარმოგიდგენთ, რომელიც ხელმისაწვდომობით და უნიკალური პროდუქტებით გამოირჩევა.

Clarins 12 Day Advent Calendar

ყიდვა

ზევით