#დეკორი

2021 წლის 5 ტრენდული საძინებელი

გაზიარება:

რა ჯობია ღამის კარგ ძილს, ან დამღლელი დღის შემდეგ საკუთარ საძინებელში შესვლას?! ჩვენი safe haven ხომ საკუთარი გემოვნებითა და სურვილებით მოწყობილი სივრცეა, რომელიც მთლიანად ჩვენს ეგოისტურ მოთხოვნებზეა მორგებული?! თუმცა ამ იდეალურ სივრცესაც სჭირდება შელამაზება და ტრენდებზე მორგება. The Diary 2021 წლის საძინებლების 5 ტრენდს გთავაზობთ.

BOHO Chick

ოდნავ ქაოსური, მაგრამ ამავდროულად მყუდრო გარემოს მოსაწყობად ხის საწოლი, რაც შეიძლება ფუმფულა დეკორატიული ბალიშები და ღია ფერის თეთრეული გამოგადგებათ. ამას თუ აღმოსავლურ ელემენტებსაც დაუმატებთ, წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტრენდს მიიღებთ.

boho chick, საძინებლის ტრენდები 2021

BOHO CHICK - WOOD

 

ყიდვა

 

BLUE bedroom

ლურჯი ყოველთვის ღამის სიმშვიდესთან ასოცირდება. თითქოს ცა საკუთარ საძინებელში გადმოვიტანეთ. ლურჯი ხავერდის ლოგინი კი ამ ტრენდის მთავარი კომპონენტია.

Blue bedroom, საძინებლის ტრენდები 2021

BLUE Bedroom - VELVET

 

ყიდვა

 

STATEMENT BED

ვინტაჟური ლითონის საწოლი წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს, ოთახის დეკორში კი მისი გამოყენება საკმაოდ ჭკვიანურადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ კედლებს ასევე ლითონის სანათებითა და ხის დეტალებით დაამშვენებთ.

statement bed, ლითონის საწოლი, ტრენდი 2021

STATEMENT Bed - METAL

 

ყიდვა

 

PINK bed

ვარდისფერი საძინებელი ნამდვილი კლასიკა და ჩვენი შინაგანი გლამურული მხარის აღზევებაა. ხავერდის ვარდისფერი საწოლის, თეთრი და ნაცრისფერი ფერების კომბინაცია კი უმაღლეს შეფასებას დაიმსახურებს.

pink bed, ვარდისფერი საქოლი, ტრენდი 2021

PINK Bed - Velvet

 

ყიდვა

 

Outside IN

მკვეთრი ფერის კედელი, მუქი მწვანე საწოლი, ღია ფერის თეთრეული და რამდენიმე მცენარე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ თავი ბუნებასთან ახლოს იგრძნოთ.

green bed, მწვანე საწოლი, მწვანე ოთახი, ტრენდი 2021

OUTSIDE IN - VELVET

ზევით