#დეკორი

როგორი ჭაღი შევარჩიოთ სახლისთვის? - 2021 წლის TOP 5 ტრენდი

გაზიარება:

სახლის დეკორის გენიალურობის მინიმუმ 50% განათების დამსახურებაა. გარდა იმისა, რომ ოთახი ბუნებრივი, დღის შუქის რაოდენობით ფასობს, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ შუქს დაამატებთ, ან როგორ დიზაინს შეარჩევთ. The Diary-ის გუნდი ამჯერად ჭაღების TOP ხუთეულს გთავაზობთ, რომლებიც წელს ყველაზე ტრენდული იქნება.

GLASS JAR

შუშის ქილების იმიტაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელიც სამზარეულოს, თუ სასადილო ოთახს განსაკუთრებით უხდება. პროდუქტის შერჩევა სხვადასხვა ფერებშია შესაძლებელი, ამიტომ Glass Jar-ის შეხამება ნებისმიერი ტონალობის ოთახთანაა შესაძლებელი.

glass jar, tk lighting, განათებების ტრენდი 2021

GLASS JAR - TK Lighting

 

ყიდვა

 

SPIDER

ე.წ. ობობა უკვე რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს. მისაღები ოთახის ინტერიერში ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ჯდება, თუმცა შავი ფერის ჭაღის გამოყენება ასევე საძინებელში, კაბინეტში, ან სხვა სასურველ ოთახშიც შეგიძლიათ.

spider, ჭერის განათება, ტრენდები 2021

SPIDER - NOWODVORSKI

 

ყიდვა

 

MINIMALIST

2021 წელს უპირატესობა ასევე მინიმალისტურ დიზაინს უნდა მივანიჭოთ. მოგეხსენებათ, რომ სასადილო ოთახები წელს ნათელ და პასტელურ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, შესაბამისად, ღია ფერის ლითონისა და თეთრის კომბინაცია არაჩვეულებრივი შეხამება გამოვა.

მინიმალისტური, ჭერის განათება, ტრენდები 2021

MINIMALIST - EGLO

 

ყიდვა

 

WOOD AND STEEL

ხე და ლითონი ყოველთვის მომგებიანი კომბინაციაა. Wood and steel განათებას საძინებლებში, თუ მისაღებ ოთახებში წელს ხშირად შეხვდებით.

ხის სანათი, ჭერის სანათების ტრენდი 2021

WOOD AND STEEL - EGLO

 

ყიდვა

 

INDUSTRIAL

ინდუსტრიული სტილი 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. თანამედროვე ლოფტი, მინიმალისტური საძინებელი, მისაღები ოთახი ბეტონის კედლებით, თუ სახლის მინი ბარი თამამად შეგიძლიათ Industrial light-ის ჭაღებით გააფორმოთ.

ინდუსტრიული სტილი, ჭერის სანათი, 2021

INDUSTRIAL - NOWODVORSKI

ზევით