#მოგზაურობა

10 საშობაო მიმართულება, სადაც ახლავე დაუფიქრებლად გავემგზავრებოდით

გაზიარება:

ჯერაც არ არის გვიანი ჩემოდანი ჩავალაგოთ და საშობაოდ საოცრებათა ქვეყანაში ამოვყოთ თავი, საბედნიეროდ ასეთი ადგილი დედამიწის ზურგზე ძალიან, ძალიან ბევრ გვეგულება, დღეს კი იმ 10 რჩეულ ადგილს წარმოგიდგენთ, რომელიც სადღესასწაულო მაგიით აუცილებლად გაგაოცებთ.

#1 პრაღა, ჩეხეთი

დეკემბრის თვეში, ჩეხეთის დედაქალაქი ნამდვილ საოცრებათა ქვეყნად გადაიქცევა ხოლმე და მის ჯადოსნობაში დასარწმუნებლად მხოლოდ ფოტოების ნახვა არ კმარა, ის საკუთარი თვალებით უნდა იხილოთ. ათასფრად აკიაფებული შუქები იდეალურად ერწყმიან ქალაქის შუა საუკუნეების არქიტექტურას, პრაღის საშობაო ბაზრობები კი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში. თუ ღირსშესანიშნაობების ნახვასაც გადაწყვეტთ, გეტყვით, რომ პრაღის მთავარი ტურისტული ადგილები, მაგ: ქალაქის მთავარი მოედანი და ჩარლზის ხიდი, სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ ინახულოთ.

#2 რომი, იტალია

რომი ხომ ყოველთვის იდეალური მიმართულებაა, სეზონის მიუხედავად, თუმცა სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი, უდავოდ, ორმაგად განსაცვიფრებელია. შეგიძლიათ საახალწლო ზღაპარში მოგზაურობა Piazza Venezia-ს მორთული ხეებით დაიწყოთ, კოლიზეუმისა და წმ. პეტრეს ტაძრის გვერდით, მოგვიანებით კი უძველესი საშობაო სცენის მოწმე გახდეთ Patriarchal Basilica-ში. Piazza Navona სადღესასწაულო კერძების, დეკორაციებისა და საჩუქრების უდიდეს არჩევანს შემოგთავაზებთ, წმ. პეტრეს ბაზილიკიდან კი რომის პაპის საშობაო გზავნილსაც  მოისმენთ.

#3 ზალცბურგი, ავსტრია

ტრადიციებით გაჯერებული საშობაო არდადეგების გასატარებლად, გირჩევთ, ავსტრიის პატარა, თუმცა განსაცვიფრებელ ქალაქ ზალცბურგს მიაშუროთ. ყოველ დეკემბერს, ადგილობრივები, ხალხური ქმნილების კრამპუსის მსგავსად ნიღბებსა და კოსტიუმებში იმოსებიან და მხიარულ სანახაობას აწყობენ. ზალცბურგის საშობაო ბაზრობები ცალკე სიამოვნებაა, თქვენ შეგიძლიათ საათობით იხეტიალოთ ამ ბაზრობებში, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და სასმელები და სამახსოვრო სუვენირებიც შეიძინოთ.

#4 რეიკიავიკი, ისლანდია

მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიელებს სანტა კლაუსის არ სჯერათ (ბავშვებს, რომლებიც მთელი წელი კარგად იქცეოდნენ საჩუქრებს 13 იულელი ბიჭისგან იღებენ), მათი ქვეყნის დედაქალაქი ყოველ დეკემბერში სავსეა სადღესასწაულო სულისკვეთებით. თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს შეუძლიათ მიირთვან სეზონური კერძი ფერმენტირებული სკეიტით, თევზის კერძი განსაკუთრებით მძაფრი არომატით, რომლის სურნელიც შობის ღამეს ჰაერში ტრიალებს. რეიკიავიკში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ სადღესასწაულო ყინულზე სრიალი Ingólfstorg Square-ზე.

#5 ედინბურგი, შოტლანდია

ყოველწლიურად, შოტლანდიის დედაქალაქი საშობაო ფესტივალებს მასპინძლობს. ბაზრობების, განათებებისა და და გიგანტური Advent კალენდრების გვერდით, მოგზაურები აღმოაჩენენ ატრაქციონებსა და კარუსელებს, ყინულის მოედანს, ნაძვის ხის ლაბირინთს და სანტას გროტოს West Princes Street Gardens-ში.

#6 მიუნხენი, გერმანია

ბავარიის ალპების თვალწარმტაცი ხედების ფონზე, გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქი, დეკემბერში, საშობაო სულისკვეთებით ივსება. მარიენპლაცის მოედნის ფეხით შემოვლის შემდეგ, მიუნხენის ყოველწლიურ საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ ორთქლზე მოხარშული გლინტვაინი დააგემოვნოთ. ქალაქის სადღესასწაულო განწყობით დასათვალიერებლად, ChristkindlTram-ში ისტორიული ტრამვაიში მოკალათდით და ის მიუნხენის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან თავად მიგიყვანთ.

#7 ბრიუსელი, ბელგია

ზღაპრული საშობაო სცენა - თოვლიანი, ორთავიანი სახლები და მოციმციმე ქუჩები ბელგიის დედაქალაქში ნამდვილი საშობაო მაგია იღვრება. შუასაუკუნეების ცენტრი ცნობილია გოთიკური არქიტექტურით, მოედნები კი ზღაპრული განათებითაა მორთული და საშობაო ბაზრობებისკენ მიგვიძღვება, სადაც უგემრიელესი ცხელი შოკოლადის და ბელგიური ვაფლების დაგემოვნება შეგეძლებათ.

#8 ნიუ იორკი, ამერიკა

რა თქმა უნდა, ყველას გვსმენია, რომ შობა ნიუ იორკში განსაკუთრებულია – მაგრამ იცოდით, რომ ეს პერიოდი საოცრად რომანტიკულიცაა? როკფელერის ნაძვის ხის ქვეშ ყინულის სრიალიდან დაწყებული, ჯეინის ვინტაჟურ კარუსელზე მოკალათების და ბრუკლინის მოციმციმე ხიდზე ხელჩაკიდებული სეირნობით დამთავრებული, ნიუ იორკული შობა/ახალი წელი თავს რომანტიკული ფილმის მთავარ გმირად გაგრძნობინებთ.

#9 ლაპლანდია, ფინეთი

სანტას სამშობლოდ წოდებული ლაპლანდია მხოლოდ ბავშვებისთვის ნუ გეგონებათ შექმნილი, შუშის იგლუები, მარხილით გასეირნება მბზინავ ტყეებში და თუ ძალიან გაგიმართლებთ ჩრდილოეთის ციალის ხილვაც ის ზღაპრული სიამოვნებაა, რომელზეც არც ერთი არ ვიტყოდით უარს ამ არდადეგებზე.

#10 სან-მორიცი, შვეიცარია

ეს ბრწყინვალე ალპური სათხილამურო კურორტი უამრავ სადღესასწაულო სპორტულ გართობას გვთავაზობს, ყინულზე სრიალით დაწყებული, თოვლის ფეხსაცმლით ლაშქრობით დამთავრებული სან-მორიცი დაუვიწყარ საშობაო თავგადასავლებს მასპინძლობს. მათთვის, ვინც მეტად რომანტიკისკენ და რელაქსაციისკენ იხრება, ცხენებით გასეირნება და საუკუნოვან სპა ტრადიციებში გარკვევა ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ზევით