ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო
#სპორტიმსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება. სერბმა სპორტსმენმა 10 იანვარს, ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და ამრიგად ქვეყნიდან დეპორტაცია აიცილა. საქმე ის გახლავთ, რომ Australian Open-ზე ჩასულ ჩოგბურთელს აუცრელობის გამო 5 იანვარს სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში შესვლის უფლებაც არ მისცა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.