
8 აპრილს, შაბათს, დედაენის ბაღში „სხვა ლეველის ფლიპი“ გაიმართება.
„სხვა ლეველის ოდისეის“ მაყურებლებს უკვე გეცოდინება - პირველი სერიის პირვლესავე წუთებში როგორც ცდილობს დავითა რაღაც სკეიტბორდული ილეთების შესრულებას სრულიად უშედეგოდ.
ჰოდა, რაც დავითას ვერ გამოუვიდა - დროა ის შენ სცადო!
ასე რომ, დავითა და Extreme fest Tbillisi სკეიტერებს სხვა ლეველის ილეთების გასაკეთებლად გაჩელენჯებთ.
მონაწილეების რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება - აუცილებელი პირობა კი სკეიტზე დგომის ცოდნა და 18 წლამდე მონაწილეებისთვის, მეურვეების თანხმობის წარდგენაა!
სკეიტერები ჯგუფებად დაიყოფიან. წესები კი -კლასიკურად - Game of Skate-ის წესებს მიჰყვება.
რაც შეეხება საჩუქრებს:
პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა დაფა Toxigen Board Shop-ისგან. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს „თემურ ჭყონია არ არსებობს“ მაისური და კინოთეატრის ბილეთები ელოდება Cavea +. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულებს კი 1 შეკვრა კოკა-კოლა და მენთოსი გადაეცემათ, რათა პორტალები ლიწინ-ლიწინით გახსნან. კონკურსის წესებისა და ახალი ამბების სანახავად, შეგიძლია „სხვა ლეველის ოდისეის“ FB - გვერდს ესტუმრო.
არ აქვს მნიშვნელობა, სკეიტი შენი მეგზურია თუ არა - დედაენის ბაღში, შაბათს, 12 საათიდან მისვლა სკეიტზე არასდროსმდგარებსაც თავისუფლად შეგიძლია!