გაიზიარე მოგზაურობა! - CampShare მთის ენთუზიასტებს ელოდება
#მოგზაურობაCampShare უკვე ხუთი წელია არსებობს. თავდაპირველად მაღაზია მთის ენთუზიასტებს სალაშქრო აღჭურვილობების (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი) გაქირავების სერვისს სთავაზობდა. კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის მარტივი გახლდათ: სალაშქროდ წასასვლელად საჭირო აღჭურვილობა (კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა) საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, CampShare კი იდეალურ გამოსავალს გვთავაზობს.