„ბიოგრაფიკა“ - ფიროსმანის კომიქსის სტილში მოყოლილი ბიოგრაფია
#ლიტერატურაშაბათს, 26 ნოემბერს, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში George Gamez Creative Studio-ს საგამომცემლო ხაზის გახსნა - George Gamez Publishing-ის პირველი წიგნის პრეზენტაციაა დაგეგმილი. „ბიოგრაფიკა“ ასე ეწოდება სერიას, რომელიც გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების ცხოვრებას თანამედროვე კომიქსის სტილში გვიამბობს. „ბიოგრაფიკის“ პირველი ნაწილი ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას მიეძღვნა, წიგნში სახალისოდაა მოთხრობილი ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია, ისტორია, რომელმაც მხატვრის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.