ელენე ყორღანაშვილი: „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“
#ლიტერატურანოემბრის 10-12 რიცხვებში, თბილისის წიგნის დღეებზე თუ აღმოჩნდებით, გამომცემლობა "წიგნიერის" სტენდთან რამდენიმე წამით შეჩერებას გირჩევთ, რომელზეც ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მწერლის, ელენე ყორღანაშვილის სადებიუტო წიგნი „სიყვარულით, არავინ“ დაგხვდებათ. ელენე თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს და გვიმხელს, რომ „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“.