სალმა ჰაიეკი Desperado-ს სასიყვარულო სცენის გადაღების ტრავმულ გამოცდილებაზე ალაპარაკდა
ცნობილი მსახიობი სალმა ჰაიეკი საკუთარ ტრავმულ გამოცდილებაზე სულ ახლახან ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ ფილმ Desperado-ს სასიყვარულო სცენების გადაღება, რომელიც სალმას ანტონიო ბანდერასთან ერთად იღებდა, იმდენად რთული გადასაღები იყო, რომ მსახიობი განუწყვეტლივ ტიროდა. მსახიობმა განმარტა, რომ ფილმის სცენარში, მსგავსი სცენის შესახებ ნახსენები არ იყო, ის რეჟისორ რობერტ როდრიგესს გადაღების პროცესში დაებადა და სალმაც გაუაზრებლად დათანხმდა.