სანამ მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინტერვიუს ოპრა უინფრისთან, სასექსის ჰერცოგი ტელეეკრანებზე გამოჩნდა და ყველას გაგვიხალისა დღე. პრინცი ჰარი, ახლო მეგობრის ჯეიმს კორდონის გადაცემა The Late Late Show with James Corden-ში გამოჩნდა.
ჯეიმს კორდონმა პრინც ჰარის სიმბოლურად ორსართულიანი წითელი ავტობუსით გაუარა სანტა-ბარბარას სახლში, სადაც სასექსის ჰერცოგი მეუღლესთან, მეგან მარკლთან და ვაჟთან არჩისთან ერთად ცხოვრობს. ჯეიმსი და ჰარი ავტობუსის ღია მეორე სართულზე მოკალათდნენ და როგორც ნამდვილ ბრიტანელებს შეეფერებათ საუბარი რძიანი ჩაის სმით დაიწყეს.
ჯეიმსმა პრინც ჰარის ლოს-ანჯელესის უბანი დაათვალიერებინა, გულდასმით აუხსნა, რომელი სახლი, რომელ ცნობილ ადამიანს ეკუთვნოდა და სასექსის ჰერცოგისთვის ზედგამოჭრილი საცხოვრებელიც კი დაათვალიერებინა. მხიარულების და გადასაღებ მოედანზე მომხდარი მცირე ინციდენტის შემდეგ, საკუთარ ცხოვრებაზე პრინცი ჰარიც ალაპარაკდა.
ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი სასტიკი შეუძლია იყოს ბრიტანულ პრესას და ეს გარემოება ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახებოდა
სასექსის ჰერცოგმა მეგობართან და ამ შემთხვევაში მასპინძელთან საუბრისას გაამხილა, რომ მისი ვაჟის არჩის პირველი სიტყვა ნიანგი გახლდათ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. პრინცი ჰარი ვიდეოზარით მეგანსაც დაუკავშირდა და მათ ერთად, დიდი ბრიტანეთის დატოვების მთავარი მოტივები გაამხილეს.
მე გავაკეთე ის, რასაც ყველა ქმარი და მამა უნდა აკეთებდეს, ჩემი ოჯახი იმ გარემოდან გამოვიყვანე, თუმცა მე არაფერი მიმიტოვებია. ჩემი ცხოვრება საზოგადოების კეთილდღეობისთვის მსახურებაა, სადაც არ უნდა ვიყო.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.