ზენდაია Emmy-ს ისტორიის გადაწერას აგრძელებს
#ცნობილები25 წლის მსახიობი ზენდაია, ამერიკული სატელევიზიო პრემიის Emmy-ს ისტორიის გადაწერას აგრძელებს, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ზენდაიამ პრემიის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.
25 წლის მსახიობი ზენდაია, ამერიკული სატელევიზიო პრემიის Emmy-ს ისტორიის გადაწერას აგრძელებს, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ზენდაიამ პრემიის კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.
სტილის, ხალხისა და სიყვარულის პრინცესამ ადამიანთა გულები არა მხოლოდ ჰუმანურობით, ემპათიურობითა და საოცარი სტილის შეგრძნებით, არამედ თავისი მეამბოხე ბუნებითაც დაიმსახურა. ლედი დი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე წევრი გახლდათ, მისთვის დადგენილი წესები და სამეფო კარის პროტოკოლები ზედმეტად რთული რამ გახლდათ შესასრულებლად, საქორწინო ფიცის შეცვლით ყველამ იცოდა, რომ პრინცესა დიანა არ იქნებოდა ის მონარქი, რომელიც ინდივიდუალურობას უკანა პლანზე გადაწევდა და სხვის ჩრდილში იცხოვრებდა.
29 ივნისს Native Racha-ს პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია „ბაზარი ორბელიანზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20 სახეობის, თანამედროვე მეთოდით დამუშავებული ტრადიციული პროდუქცია. კომპანიამ სახელმწიფო სტრუქტურების, სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს უმასპინძლა.
ესპანეთის მეფე ფილიპემ და დედოფალმა ლეტიციამ, NATO-ს სამიტის გალა-ვახშამს მადრიდის Royal Palace-ში გასულ ღამეს უმასპინძლეს. სამეფო კარზე მისულ სტუმართა შორის 40-მდე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
სწორი ნაწლავის კიბოს მქონე 12 პაციენტი სასწაულის მოწმე გახდა, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ექსპერიმენტულ პრეპარატზე ჩატარებული ცდების შემდეგ დადგინდა, რომ თითოეული პაციენტის კიბო, ქიმიოთერაპიის გარეშე, რემისიაში გადავიდა.
ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ლონდონიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მიმდინარე Royal Ascot-ის ღონისძიებას დაესწრო. Royal Ascot (სამეფო ასკოტი) დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯირითო ღონისძიებაა, რომელიც ყოველი ივნისის შუა რიცხვებში ტარდება.
ქართული მედია დღეს ვირუსულად გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა, რომლის ვალიდურობაში დასარწმუნებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი წყაროს გადამოწმება გახდა საჭირო. თავდაპირველად, თითქოს დაუჯერებლად ჟღერდა ის ფაქტი, რომ SpaceX საქართველოში Starlink-ით ინტერნეტის მოწოდებას გეგმავს, მაგრამ კომუნიკაციების კომისიამ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.
გასულ შაბათს, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილს ლილიბეტ დიანა მაუნტბატენ უინძორი 1 წლის გახდა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა კი საიუბილეო პორტრეტის გაზიარება მთელი მსოფლიოსთვის გადაწყვიტეს.
რამდენიმე საათის წინ, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა - ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებით, 2018 წელს ამბერ ჰერდმა The Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედით, ჯონი დეპს ცილი დასწამა. სასამართლომ, დეპისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ჰერდს 15$ მილიონის გადახდა დააკისრა
5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება! „გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება. მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.