პროტესტის ნიშნად „მონა ლიზას“ ტორტის ნაჭერი ესროლეს
#მხატვრობამსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღიმილი კიდევ ერთი ინციდენტის მსხვერპლი გახდა. ლეონარდო და ვინჩის მიერ მე-16 საუკუნეში შექმნილ ხელოვნების ნიმუშს „მონა ლიზას“ ტორტი ესროლეს. შემთხვევა ლუვრში კვირას მოხდა, ქალის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა კლიმატის ცვლილება გააპროსტესტა და ამ გზით ხელოვანებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდა.