აფიშა: ჯანსუღ კახიძის სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალი
#აფიშა24-30 ნოემბერს დიდი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის სახელობის, რიგით VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
24-30 ნოემბერს დიდი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის სახელობის, რიგით VI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
ისტორიას დედები ქმნიან - მათ გარეშე ცივილიზაცია ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდა წინ! პედრო ალმადოვარის ახალი, საოცრად დახვეწილი და მრავლისმთქმელი ფილმი Parallel Mothers პირველად ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა და კინოკრიტიკოსთა თუ მაყურებელთა სიმპათია ნახვისთანავე დაიმსახურა.
თეატრალური მხატვარი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატი - მამია მალაზონია, გამოფენა „საიათნოვას“ „გალერეა 9-ში“ გამართავს.
Netflix-ის მორიგი წარმატებული სატელევიზიო პროექტ Maid-ის ვარსკვლავის მარგარეტ ქუალი საშემსრულებლო მანერა, სამსახიობო ოსტატობა და ნიჭიერება მაყურებელს არ გამოჰპარვია, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტისთვის ეს სადებიუტო როლი არ ყოფილა, Maid-ში მან საუკეთესოდ შეძლო საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენა.
საფრანგეთში, 1944 წლის ერთი მშვენიერი დღე იქნებოდა, როდესაც გალერისტ ჟონ ბიუშეს ჩანაფიქრმა ხელშესახებ რეალობად გარდაქმნა დაიწყო. პიკასოს ცოლის დორა მაარის გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს აბსტრაქტული მონახაზების წონასწორობა, მათი სიბსუბუქე და ჰაეროვნება, რომლის მიღმაც ბიუშეს რჩეული და ფავორიტი გოგო - ქართველი ემიგრანტი ქალი მხატვარი ვერ ფაღავა იდგა.
შემოდგომა წელიწადის დროების ნამდვილი საგანძურია, ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სეზონი, თავისი ფერთა გამით, გარდამავალი ტონებით, ფოთოლცვენითა და უმშვენიერესი დაისებით მნახველის აღფრთოვანებას არასოდეს წყვეტს. ეს სეზონი საუკეთესო დროა ბუნების ახლოდან აღმოსაჩენად და მის შესასწავლად და შესაგრძნობად, შთაგონებისთვის ერთი მაგიური პეიზაჟიც კი საკმარისია და ის თქვენი მეხსიერებიდან არასოდეს გაქრება.
მუსიკისა და დრამის თეატრი გლობალური პანდემიის შემდეგ მაყურებელს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სახელით დაუბრუნდა. ახალი ლოკაცია (დავით აღმაშენებლის 127), ახალი სცენა, ახალი კონცეფცია, თუმცა ნაცნობი და საყვარელი სახეები თეატრალური ცხოვრების დღის წესრიგს ნელნელა, განახლებული შემართებით დაუბრუნდნენ.
2019 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიაში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი - თბილისის ციფრული სივრცე გაიხსნა, რომელმაც ქართველი საზოგადოება ციფრულ ხელოვნებას აზიარა. ოთხი განსხვავებული სივრცით, ხელოვნების ლეგენდარული წარმომადგენლების ნამუშევრებით, თვალუწვდენელი სამყაროების ჯადოსნობებითა და ქართველი მწერლების შემოქმედებით შთაგონებული ფილმებით, თბილისის ციფრული სივრცე ჩვენს გაოცებას არ წყვეტს და კიდევ ერთ ფილმს წარმოგვიდგენს, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლექსის ბაზალეთის ტბის მოტივებზე შეიქმნა.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკოს ფესტივალს“ გამართავს. მსოფლიო პანდემიის მიერ მოყენებული ზარალის შემდეგ, 2021 წლის ფესტივალი დიდი შემართებითა და სიურპრიზებით გაიხსნა და წინ მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც გვპირდება.
12-14 ნოემბერს თბილისში, მულტიმედია გამოფენების სერია „სიზმარი“ ბრუნდება! პროექტი, რომელიც ინდივიდის, სოციუმის და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი, ოქროს კვეთის სპირალია, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.