ზენდეია და ტომ ჰოლანდი SPIDER MAN: BRAND NEW DAY-ს რომაულ პრეს-ტურზე
მარველის ფანები 31 ივლისის პრემიერისთვის ემზადება. „ადამიანი-ობობას“ სერიების ახალი ფილმის პრეს-ტური უკვე დაიწყო და კინომოყვარულების ყურადღებაც წითელი ხალიჩისკენაა მიმართული.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალი გამოფენისთვის ემზადება. მუზეუმში „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ 30 ნოემბრიდან იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი 25 ნამუშევარს იხილავს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის თურქეთიდან ჩამოიტანეს.

მინიატურები დიდი თურქი პოეტის ლექსების შთაგონებით არის შექმნილი. გამოფენაზე ასევე იქნება იუნუს ემრეს წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

იუნუს ემრე (1238 -1321წწ.) თურქი ხალხის უდიდესი სუფი პოეტია. მის პოეზიას საფუძვლად ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა უდევს. 2021 წელი იუნესკომ, თურქი პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, იუნუს ემრეს წლად გამოცხადდა. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში ოფიციალურად 30 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.