დიდებული ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის გამოფენას - სახელწოდებით „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ - 17 დეკემბრიდან „ბაია გალერეა“ უმასპინძლებს.
გამოფენა მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრის შემოქმედების კონტექსტში წარმოგვიდგენს მისი თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობ ნამუშევრებს, კერძო კოლექციებში დაცულ უნიკალურ მასალას, ქართული კულტურის რარიტეტებს. ასეთი აღმოჩენები ძალზე საინტერესოა ხელოვნებაში არსებული უცნობი მოვლენების კვლევის თვალსაზრისით და ასევე ხელს უწყობს კერძო კოლექციების მნიშვნელობის წარმოჩენას, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან სამუზეუმო ინსტიტუციების ბაზას.
„ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ „ბაია გალერეას“ მიერ 2019 წელს წამოწყებული პროექტის ნაწილია. „მხატვარი და მისი ეპოქა“ ითვალისწინებს ერთი მხატვრის შემოქმედებაზე ორიენტირებით, მისი მოღვაწეობის დროს მიმდინარე პროცესების წარმოჩენას.
ელენე ახვლედიანი. ძველი თბილისი, ზამთარი.
(1970 წელი)ელენე ახვლედიანი. ზამთარი თელავში
ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გარდა, 17 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით, „ბაია გალერეას“ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ პეტრე ბლიოტკინის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, კირილე ზდანევიჩის, მოსე თოიძის, დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, პეტრე ოცხელისა და სხვა ცნობილ ქართველ მხატვართა ნამუშევრებიც დაათვალიერონ.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.