ახალი ფილმები და სატელევიზიო შოუები - ყველაფერი, რასაც ივლისში ველოდებით
#კინოკინემატოგრაფია 2023 წლის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერისთვის ემზადება, ივლისის დადგომასთან ერთად გრეტა გერვიგის Barbie-სა და კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, აღტაცებას ვერავინ მალავს. 21 ივლისს, ორი მსოფლიო პრემიერისთვის, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყარო ემზადება და ამ თემატიკაზე შექმნილი მიმები, ალბათ, არასდროს მოგვბეზრდება. Barbie-ს და Oppenheimer-ის გარდა, ივლისი კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლეს გვიმზადებს და დღეს მათ შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.