ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
დინ ვესტი ავსტრალიელი ხელოვანი და თანამედროვეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული ფოტოგრაფია. დინის ნამუშევრების სტილიზებული მანერა, პედანტური შტრიხები და ინტენსიური ფერებით ემოციების, გრძნობებისა და განწყობის გადმოცემის ნიჭი არა თუ გულგრილს არ ტოვებს მნახველს, არამედ შთაგონების დაუშრეტელ წყაროდაც კი იქცევა და საშუალებას გვაძლევს თავით-ფეხებამდე ამ რეალურისა და წარმოსახვითი სამყაროს გზაგასაყარზე გადავეშვათ.
დინ ვესტის ფოტოები ფერებითაა გაჯერებული, დინი ყოველთვის ცდილობს გარემო იმაზე ზღაპრული წარმოაჩინოს ვიდრე ის რეალურადაა, რაც მნახველს იმის საშუალებას აძლევს, რომ წარმოსახვაში გადაეშვას
ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფის ნამუშევრები ფილმის ზღაპრულ კადრებს მოგაგონებთ, რაც ბუნებრივია, დინ ვესტის შთაგონების წყარო ხომ ყოველთვის იყო კინემატოგრაფია და ისეთი რეჟისორების ნამუშევრები, როგორებიც უეს ანდერსონი და ძმები კოენები არიან. დინის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს დევიდ ჰოკნისა და ედუარდ ჰოპერის ნამუშევრებმა, მისთვის შეუცვლელ ფოტოგრაფთა შორის კი სტენ დუგლასი და ჯეფ ვოლი მოწინავე ადგილს იკავებენ.