Barbie-ის პიარისა და მარკეტინგის გუნდი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბარბის სამყაროში გვაცხოვრებს და არავის გაგვკვირვებია, როდესაც გრეტა გერვიგის ეკრანიზაციის პრემიერის თარიღის მოახლოებასთან ერთად, Barbie-ის მიმართ ჰაიპი ორმაგად გაიზარდა. გუშინ, Barbie-ს პრემიერა საქართველოშიც შედგა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თემატური ჩაცმულობა გვინახავს პრემიერის დღესთან დაკავშირებული, ბარბის ვარდისფერმა მოლოდინს სრულად გადააჭარბა.

შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ Barbie-ს წარმატების საიდუმლო ნიჭიერ რეჟისორში ან ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში იმალება თუმცა, თუკი საკითხს ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ფილმის მოსალოდნელი $110 მილიონიანი ბოქს ოფისის მიღმა, პიარისა და მარკეტინგის გუნდი დგას, რომლებმაც თამაშის ახლებური წესებით სასწაულის მოხდენა შეძლეს.
The devil works hard, but Barbie’s marketing team is INSANE

სოციალური მედიის კამპანიებით, ექსპერიმენტული მარკეტინგისა და ბრენდის პარტნიორების დახმარებით, Barbie-ს გუნდმა იდეალურად შეფუთა პროდუქტი, ახალი კოლაბორაციებით და ბარბენჰაიმერის მიმების დახმარებით კი, პროდუქტი მის პოტენციურ მყიდველამდეც მიიტანა და შედეგად მივიღეთ გაცოცხლებული თოჯინას ისტორიის შემყურე ათიათასობით მაყურებელი დედამიწის გარშემო.

21 ივლისამდე, Barbie-ს გუნდმა 100-მდე კოლაბორაციის გაფორმება შეძლო, ბარბის თემატიკამ სრულად მოიცვა როგორც გასართობი ინდუსტრია, აგრეთვე მოდის სამყაროც. ბოლო 6 თვის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით ბაზარზე გამოჩნდა ბარბის X-Box კონსოლები, Pinkberry-ის გაყინული იოგურტი ექსკლუზიური არომატით, ნეონის გორგოლაჭები, Barbie-ს ტანსაცმლის გაზები და OPI-ს ფრჩხილის ფერებიც კი.
Airbnb-ზე შესაძლებელი გახდა Barbie's Malibu Dream House-ის დაჯავშნაც, რომელიც ბარბის სამყაროში ცხოვრების საშუალებას იძლეოდა.

MuckRack-ის მონაცემებით, იანვრიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი სტატია დაიწერა ბარბის შესახებ, რომელთაგან 86000 მხოლოდ გასულ თვეში გამოქვეყნდა. Barbie ასევე წარმატებით შეიჭრა მიმების კულტურაში და NewsWhip-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, 6 მილიონზე მეტი ინგეიჯმენთი დააგროვა სოციალურ მედიაში.
უცნობია, როგორ ითარგმნება პრესისა და ამ ჩართულობის დონე სალაროებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ფილმი მოლოდინს გადააჭარბებს.