American Horror Story ახალი, მე-12 სეზონით დაგვიბრუნდება, ახალი სეზონის American Horror Story: Delicate-ის გამოსვლა რამდენიმე საათის წინ თიზერით დაანონსდა და მან შოუს სამსახიობო შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი. ემა რობერტსთან ერთად, რომელსაც საშინელებათა ჟანრის გულშემატკივრები კარგად იცნობენ, ახალ სეზონში კიმ კარდაშიანი და კარა დელევინიც გამოჩნდებიან.
რამდენიმე წამიან თიზერში ემა, კიმი და კარა, American Horror Story-ის სტილში თავიანთ ვინაობას გვიმხელენ.
ახალი სეზონი სახელწოდებით Delicate ნაწილობრივ დაფუძნებულია დანიელ ვალენტინის რომანზე Delicate Condition, რომელიც მომავალი თვიდან გაიყიდენა. რომანი მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელიც ირწმუნება, რომ ბოროტი ძალა არ აძლევს იმის საშუალებას რომ დაორსულდეს. ამ მინიშნების გარდა, American Horror Story-ს, რიგით მე-12 სეზონის სიუჟეტის ხაზის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
2011 წელს, რაიან მერფიმ და ბრედ ფალჩუკმა, American Horror Story-ს შექმნით ხელახლა განსაზღვრეს საშინელებათა ჟანრი. სერიალმა 12 წლის განმავლობაში შემოგვთავაზა ისეთი სეზონები, როგორებიცაა: Asylum, Coven, Murder House, 1984 და სხვა გამორჩეული ისტორიები. ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ გახლავთ, როდესაც AHS-ში ცნობილი მსახიობები, და არამარტო, იღებენ მონაწილეობას, ანთოლოგიის სხვადასხვა სეზონში ჩვენ უკვე ვიხილეთ ლედი გაგა, ადამ ლევინი, ნაომი კემპბელი, კაია გერბერი, ნოა საირუსი და სხვები.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.