Saint Laurent SS24: ენტონი ვაკარელო ქალების სიძლიერესა და გამბედაობას ზეიმობს
#მოდაპარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ეიფელის კოშკის ციალის ქვეშ, ენტონი ვაკარელომ Saint Laurent-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. გასული სეზონის კოლექციისგან განსხვავებით, რომელშიც ვაკარელომ ჩაცმის ძლიერი სტილი განსაზღვრა და 80-იანი წლების მოდას თანამედროვე ადგილი მოუძებნა, დიზაინერმა ხედვა ახალი რაკურსით მიმართა და ყურადღება სტრუქტურასა და სიმარტივეზე გაამახვილა.