ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
დავით გამსახურდია ახალგაზრდა მზარეულია, რომელიც Thediary-ს მკითხველს საკუთარი იტნერპრეტაციით შექმნილ ტარტარის რეცეპტს გვთავაზობს.
ინგრედიენტები:
- 80 გრ ორაგულის ფილე
- 5 მგ სოიას სოუსი
- 20 გრ მანგო
- ბაგეტი ან ჩიაბატა
- მარილი
მომზადების წესი:
მომზადების წესი საკმაოდ მარტივია: ორაგულის ფილე წვრილ კუბიკებად დაჭერით, დაუმატეთ ცოტა მარილი, 5 მგ სოიას სოუსი და კუბიკებად დაჭრილი 20 გრ მანგო. ერთმანეთში ფრთხილად შეაზავეთ ტარტარის ინგრედიენტები და შეეცადეთ ლამაზად მოათავსოთ იგი თეფშზე. კერძის სერვირება, მის გემოვნურ თვისებებზე არანაკლებად მნიშვნელოვანია. სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თხლად დაჭრილი ბაგეტი, ჩიაბატა ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, სპრინგ როლის ცომი. კერძი შეგიძლიათ მორთოთ მწვანე ზეთით და მანგოს პიურეთი.
მწვანე ზეთის მომზადების წესი:
100 გრ ოხრახუში 1-2 წთ განმავლობაში დააბლანშირეთ, კარგად გაწურეთ და 300 გრ მზესუმზირას ზეთთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ ნებისმიერი კერძის გასაფორმებლად.

გაამოთ!