შლაპუნები სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.
იშვიათი და მარადიული არომატები, რომლებსაც ნიშ სუნამოების სახელით ვიცნობთ, სახელდახელოდ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით იქმნება და ადრესატისთვის მულტი სენსორულ გამოცდილებას ქმნის. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ნიშ სუნამოების პოპულარობა გაიზარდა და არომატულ სამყაროში ცალკე ინდუსტრიად ჩამოყალიბდა.
ზემოთ ხსენებული ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი Juliette has a gun გახლავთ. ნინა რიჩის შვილთაშვილის, რომანო რიჩის მიერ, საფრანგეთში, პარიზსა და გრასს შორის შექმნილი სუნამოს გმირი ჯულიეტაა, რომელმაც შექსპირის ცნობილი ტრაგედიიდან თანამედროვეობაში გადმოინაცვლა და ხელში სურნელოვანი იარაღი მოიმარჯვა.
სუნამო სტილისა და ორიგინალობის სიმბოლოა. ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ "კარგი სურნელი" - ამ იდეით იქმნება Juliette has a gun. ბრენდი, რომელიც ჩვენს პიროვნებას, ხასიათს, სურვილებსა და მისწრაფებებს გამოხატავს.
Juliette has a gun თანამედროვე, ძლიერი და ექსცენტრული ქალის სურნელია, რომელიც ყოველთვის აჩენს კითხვას: “რა გასხია”?
ფრანგული ბრენდის პრეზენტაცია თბილისში, 19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში Juliette has a gun-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი Estel Holding-ი გახლავთ, რომელიც, პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს.