ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
"Moanco Yacht Show 2023" გასაოცარი საზღვაო ნამუშევრების გამოფენით გამოირჩეოდა. აქ ნახავდით, როგორც ეკომომავლის - ელექტრო იახტებს, ასევე გიგანტურ საზღვაო ვილებს. თუმცა, TheDiary-ს რედაქციის ყურადღება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინტექ პლატფორმის მფლობელის ფუტურისტულმა საოცრებამ მიიქცია.

The Italian Sea Group-ის მიერ შექმნილი იახტა „THIS IS IT“ - მონაკოს იახტშოუს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. იგი დახვეწილი დიზაინისა და ინოვაციების გასაოცარ ნაზავს წარმოადგენს. 12 სტუმარზე გათვალისწინებული საზღვაო ვილა პანორამულ ტერასასა და ვერტიკალურ ბაღს მოიცავს.

The Italian Sea Group-ის დიზაინერებმა, მატია პირომ და ჯან მარკო კამპანინომ შიდა სივრცე შამპანურისა და პლატინისფერ ფუტურისტულ ფერებში გადაწყვიტეს. ზედაპირის მასალაში კი მაღალი ხარისხის ტყავი, ალკანტარას ზამში, ბრინჯაო, პლატინა და ოქროც კი გამოიყენეს.

გლუვი, ხავერდოვანი და მრუდი - შესანიშნავი სიტყვებია იახტის ინტერიერის აღსაწერად

43, 5 მეტრის ფურუსტისტული იახტის ზედა გემბანზე განლაგებულია სპა, სპეციალური სამკურნალო ზონით, საუნითა და სენსორული შხაპით.
