აშშ-ში მიმდინარე არჩევნები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ერთმანეთს მეორე ვადით არჩევაში ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ეჯიბრებიან. რამდენიმე დღის წინ, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გამართა. საღამო ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში გაიმართა და ბაიდენთან ერთად მთავარი სტუმრები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი იყვნენ.
როგორც ბაიდენის გუნდმა განაცხადა, ღონისძიებაზე მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის 26 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
Radio Music Hall-თან გამართული პალესტინის მხარდამჭერი აქცია
სამ პრეზიდენტთან დისკუსია ამერიკელ მწერალს და კომიკოსს, სტივენ კოლბერს მიჰყავდა. ღონისძიება სულ ცოტა ექვსჯერ შეფერხდა პალესტინის მხარდამჭერი მომიტინგეების მიერ, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ და ბაიდენსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის აქტიური ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, რის შემდეგადაც ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს აღჭურვილობით ამარაგებს და ფინანსურ დახმარებას უწევს. მიუხედავად აქციის მონაწილეების თავდასხმისა, 45 წუთიანი დისკუსიიდან პრეზიდენტებმა პალესტინაზე საუბარს მხოლოდ 10 წუთი დაუთმეს.
კოლბერმა ბაიდენს, ობამასა და კლინტონს კითხვები დაუსვა დემოკრატიაზე, საგარეო პოლიტიკაზე და ასევე, იმაზე თუ რატომ არის ბაიდენი ტრამპზე უკეთესი არჩევანი პრეზიდენტობისთვის.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიის შეცვლის პროცესშია. მოგვიანებით კი 5000 კაციანი აუდიტორიის წინაშე დონალდ ტრამპზე თავდასხმა დაიწყო: “ის (ტრამპი) უარყოფს, რომ გლობალური დათბობა არსებობს, მას სურს ამერიკის თითოეულ მოქალაქეს წაართვას არჩევანის უფლება. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს მოძველებულია”.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა და ნიუ-იორკის სენატორმა, ჩაკ შუმერმა ბაიდენს მხარი აუბა და დამსწრე დემოკრატებს განუცხადა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ტრამპის არაკეთილსინდისიერი, ქაოსური და არაეფექტიანი რეჟიმი არასოდეს დაბრუნდეს. კლინტონმა დაამატა, რომ რესპუბლიკელები ბრენდირებაში და დადანაშაულებაში არიან კარგები, თუმცა ბაიდენისგან განსხვავებით მათ არ შეუძლიათ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ხალხისთვის სარგებლის მომტანია.
ღონისძიებაზე პოლიტიკოსების გარდა, სცენაზე Queen Latifah, Lizzo, ბენ პლატი, ლეა მიშელი, მინდი კალინგი და სხვა ცნობილი სახეები წარსდგნენ.
მინდი კალინგმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბაიდენს მხარს საკუთარი შვილების გამო უჭერს. “არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მინდა რეპროდუქციული უფლებები და სასმელი წყალი გააჩნდეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩემს ქალიშვილს ტელევიზორში ნანახი კამალა ჰარისი მე ვეგონე”.
ღონისძიების დასასრულს, პრეზიდენტებსა და ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს ენი ლეიბოვიცმა ფოტოები გადაუღო. ბაიდენის კამპანიის გუნდი ფიქრობს, რომ მათმა ღონისძიებამ იმაზე მეტი ფული მოაგროვა, ვიდრე ტრამპმა მთელი თებერვლის განმავლობაში, რაც იმედი აქვთ, რომ არჩევნების შემდგომ პროცესებზე მათ სასარგებლოდ აისახება. გეტყვით, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები 24 ნოემბერს გახდება ცნობილი და გავიგებთ, თუ ვინ იქნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის პირველი პირი.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.