განათება ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მას ოთახის გარდაქმნა და სასურველი ატმოსფეროს შექმნა ფერების გამოკვეთით, ტექსტურებზე აქცენტირებითა და ინტერიერის კონკრეტულ დეტალებზე ხაზგასმით შეუძლია. განათების მეცნიერების ამოხსნა და სივრცეზე მისი გავლენის გააზრება, ოთახში ფუნქციური და მიმზიდველი გარემოს შექმნაში გვეხმარება. ამ სტატიაში კი Delight-ში წარმოდგენილ განათების ნიშ ბრენდებს განვიხილავთ, რომლებიც სივრცეში აქცენტირებულ დეტალთან ერთად, ძირითად ხასიათს ქმნიან.
“დილაითში” სახლისთვის ნებისმიერი მიმართულების სანათის შერჩევაა შესაძლებელი, მთავარი კი ისაა, რომ აქ წარმოდგენილი პრემიუმ კლასის და ნიშური ბრენდები, სანათის ინტერიერზე მორგებას, ან თუნდაც, სივრცის განათებაზე დაყრდნობით მოწყობას გვიმარტივებს.
ფუნქციური განათება (task lighting)
ოთახში ფუნქციურ განათებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მანამ, სანამ სანათის შერჩევას დაიწყებთ, კონკრეტული კუთხის დანიშნულებაზე დაფიქრდით. მაგალითად, თუ მისაღებ ოთახში, სავარძელში მოკალათებულს წიგნის კითხვა გიყვართ, შეგიძლიათ დეკორატიული სანათი სადგამით შეარჩიოთ და სავარძლის კუთხეში მოათავსოთ.
მყუდრო განათება კითხვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. მსგავსი დანიშნულებისთვის “დილაითში” წარმოდგენილი იტალიური ბრენდის, Ideal Lux-ის სანათის შეძენას გირჩევთ.
ფუნქციური განათების შესაქმნელად ასევე იდეალური არჩევანია ფრანგული ბრენდის, Forestier-ის Bamboo. სანათი ბუნებრივი მასალისგან - ბამბუკისგანაა დამზადებული, რაც უფრო ნატურალური და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნის საშუალებას იძლევა.
ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული განათების როლს ასრულებს ლოგინის გვერდით მოთავსებული სანათიც, რომელიც საძინებელში იმ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის, Zafferano-ს Poldina Pro-ს გირჩევდით.
მსუბუქი და კომპაქტური პორტატიული სანათის ღილაკის საშუალებით როგორც მისი ჩართვა/გამორთვა, ასევე განათების ინტენსივობის შეცვლაა შესაძლებელი. სხვათა შორის, ამ კონკრეტული მოდელის გამოყენება ასევე ეზოს, ტერასის და მსგავსი ტიპის სივრცეების განათებისთვისაა შესაძლებელი.
აქცენტირებული ნათება ოთახში კონკრეტულ სივრცეზე, ან ინტერიერის დეტალებზე ფოკუსირებისთვისაა საჭირო. აქცენტირებული განათების იდეალური მაგალითია კედლის ბრა, რომელიც დეკორატიულის გარდა, ხშირად ფუნქციურ როლსაც ითავსებს. ამჯერად ჩვენი ფავორიტი ფრანგული ბრენდის, Marketset-ის Sonia Laudet გახლავთ.
ფრანგის დიზაინერისა და market set-ის კოლაბორაციით შექმნილი კედლის სანათი, მეტალისა და ქსოვილის გასაოცარი სინთეზით გამოირჩევა და ოთახში განსაკუთრებულ აქცენტს შექმნის.
“დილაითში” წარმოდგენილი ნიშ ბრენდებიდან ჩვენი ერთ-ერთი რჩეული Made by Hand გახლავთ. დანიური სანათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა, მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სანათებს სთავაზობს. სანათების უმრავლესობა ნაქსოვია. ეს მივიწყებული ხელობა ბრენდმა თავის უპირატესობად აქცია, მასალა კი ისეა შერჩეული, რომ სინათლის სხივს იდეალურად ატარებს და ინტერიერის ნებისმიერ წერტილში თანაბრად ანაწილებს. სწორედ ამის გამო, სანათები ფუნქციონალურადაც და დიზაინის კუთხითაც გამორჩეულია.
ბრენდის სანათები იდეალურია ოთახში ცენტრალური ფოკუსის შესაქმნელად, სადაც ინტერიერი სანათი მთავარ როლს ასრულებს. ამის იდეალური მაგალითია, Made By Hand-ის Knit-Wit High Oval 65 Coral მოდელი - ნაქსოვი სანათი, რომლის დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ სინათლის გადანაწილება ოთახის ყველა წერტილში თანაბრად ხდება, თუმცა მისი საინტერესო ვიზუალი შეუმჩნეველი ოთახის არც ერთი კუთხიდან არ დარჩება.
ასეთივე “მთავარ მოქმედ გმირად” შეიძლება ჩავთვალოთ იტალიური ბრენდის, Ferroluce-ს ხელნაკეთი, კერამიკული სანათები. სასადილო სივრცისთვის კი MADAME GRES GRT-ის გირჩევდით. სანათის ტალღოვანი და მატი აბაჟური ქსოვილს მოგვაგონებს. მისი ინსპირაცია ფრანგი დიზაიერის, MADME GRES გასაოცარი ნამუშევრები გახლავთ.
მოკლედ, განათება რომ ინტერიერში გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამაზე ვთანხმდებით. მთავარია არჩევანი თქვენს ინტერიერზე დაყრდნობით გააკეთოთ. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშური ბრენდების სანათებს კი “დილაითში”, ალექსანდრე ყაზბეგის #25-ში შეიძენთ.
დღეს, ჩვენი რედაქცია შემოდგომის ლუქების შთაგონებას გთავაზობთ. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დროა, გარდამავალი სეზონის ლუქებზე ფიქრიც დავიწყოთ. სეზონის სტილის განუყოფელი ნაწილი კი კაბისა და ჩექმების მარტივი და ელეგანტური კომბინაციაა.
მოდის ისტორიაში არმანის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის იმ დიზაინერთა შორისაა, რომლებმაც ეპოქის მიმართულება შეცვალეს. ჯორჯო არმანიმ მამაკაცის კოსტუმს ახალი სახე მისცა, ქალთა მოდაში კი თავდაჯერებული და ელეგანტური სტილი დაამკვიდრა. არმანის სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია როგორც მოდის, ისე კულტურის ისტორიაში.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.