საიუბილეო 20 წლის აღსანიშნად LOVE ACTUALLY დიდ ეკრანებზე ბრუნდება
#კინოჯადოსნური საახალწლო ამბები უკვე ხდება, რადგან ყველა დროის ყველაზე საყვარელი სადღესასწაულო ფილმი, Love Actually, კინოთეატრებში 7 დეკემბერს ბრუნდება. რომანტიკული კომედიის შემქმნელები, მისი შემოქმედებითი გუნდი და სამსახიობო შემადგენლობა, ფილმის გამოსვლიდან მე-20 საიუბილეო წელს აღნიშნავენ.