უკვე საუკუნეზე მეტია, რაც SWAROVSKI-ის ბრენდის სახელი დახვეწილობასა და მაღალი ხარისხის ოსტატობასთან ასოცირდება. ბრენდი ქართულ ბაზარზე 17 წელია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი მომხმარებლების უპირობო სიყვარულიც მოიპოვა. ზაფხულის ახალი კოლექცია, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ, ოკეანის ჯადოსნურობისა და ზღვის ცოცხალი არსებებისგან იღებს ინსპირაციას.
IDYLLIA ბერძნულად იდეალურს ნიშნავს და სვაროვსკის ზაფხულის კოლექციას ზუსტად აღწერს. ბრენდის კრეატიული დიზაინერის, ჯოვანა ენგელბერტის ნამუშევრები, SWAROVSKI-ის საფირმო კრისტალებით, ოკეანის მრავალფეროვან და ფერად ცხოვრებას ასახავს. ბრენდმა გულდასმით შეარჩია კოლექციაში წარმოდგენილი ზღვის ცხოველების სპექტრი, მათ შორის დელფინები, ზღვის ცხენები, კუ და რვაფეხა. სამკაულების თითოეული კრისტალი საგულდაგულოდაა ამორჩეული და დიზაინის რთულ დეტალებს ულამაზესად წარმოგვიჩენს.
SWAROVSKI-ს სამკაულები გასაოცარი ოსტატობითა და კრისტალების ბრწყინვალებით მარტივად იქცევა ხელოვნების მინიატურულ ნიმუშებად.
ოკეანის ფაუნითაა შთაგონებული არა მხოლოდ სამკაულების ფორმები, არამედ კოლექციის ფერთა პალიტრაც. ზღვის ვარსკვლავების კოლექციაში მკვეთრი მწვანე და ლურჯი დომინირებს, რომლებიც სამკაულს მეტ სითამამეს და ელეგანტურობას სძენს. მეტად თბილ ფერებშია გადაწყვეტილი შემდეგი კოლექცია, სახელად MILLENIA. ბრენდის საკულტო ვარდისფერ, ცისფერ, ყვითელ და მწვანე ფერებში წარმოდგენილი კოლექცია, IDYLLIA-ს მსგავსად, ზღვის ესთეტიკას ეხმიანება.
სვაროვსკის სამკაულებთან ერთად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ, რომ ზაფხულის ნებისმიერი ლუქი გამორჩეულად აქციოთ. ზღვის ცოცხალი სამყაროს კოლექცია განსაკუთრებით ტრენდულია, ვინაიდან მისი შემადგენელი სამკაულები სწორედ იმ Statement piece-ს წარმოადგენს, რომელიც სადა ლუქს ბრწყინვალებას შესძენს. სამკაული, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევებში, ისე ზაფხულის უბრალო გრილ საღამოს დაგამშვენებთ.
ბრენდის საზაფხულო კოლექციის კამპანიის ვიდეოში ისეთ ცნობილ მოდელებს ვხედავთ, როგორიც ირინა შეიკი, კარლი კლოსი და იმაან ჰამამი არიან. მათ ზემოხსენებული ნიჟარების, მარგალიტებისა და ზღვის ცხენების სამკაულები აქვთ მორგებული.
გარდა იმისა, რომ სვაროვსკი ტრენდულ, დახვეწილ და გამორჩეულ სამკაულს ქმნის, უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდი მდგრადობის ერთგულია და ეკომეგობრულ პროდუქტს აწარმოებს.
სვაროვსკის კრისტალების ბრწყინვალებისა, თუ გასაოცარი სარეკლამო კამპანიების მიღმა, ბრენდის მაღალი ხარისხი იმალება. მისი თითოეული ნამუშევარი მაქსიმალური სიზუსტითა და ოსტატობითაა შექმნილი და გასაკვირი არც არის, რომ უკვე 129 წელია აქტუალობას არ კარგავს. მისი უახლესი კოლექცია კი იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ჩვენს გარშემო არსებული ცოცხალი სამყარო ფუფუნების ნივთების ინსპირაციის წყაროდ აქციო.
სვაროვსკის ზაფხულის კოლექციის სამკაულის შესაძენად კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ შემდეგ მისამართებს ეწვიოთ: შ. რუსთაველის გამზირი N24; ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი".
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.