მექსიკას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
#პოლიტიკაშესაძლოა აქამდე არ გსმენიათ კლაუდია შეინბაუმის შესახებ, თუმცა დღეიდან მის სახელს არაერთხელ მოისმენთ. არჩევნებში 58%-იანი შედეგით დღეს კლაუდია შეინბაუმმა ისტორია დაწერა და მექსიკის რესპუბლიკის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც უკვე ყველამ კარგად ვიცით - ქალების ადგილი არის ყველგან.