თბილისი Open Air ხვალ 15 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს. ფესტივალის კარი 21 ივნისს, 15 საათზე გაიღება და წლევანდელ Line-Up-ს თვალს თუ გადავავლებთ, ლისი ვარდერლენდში სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად უნდა ველოდოთ.
IMPORTANT: ფესტივალის დღეებში ლისი ვანდერლენდამდე მოძრაობა ცალმხრივად იზღუდება. გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე დროულად მიხვიდეთ, რომ საყვარელი არტისტების გამოსვლა არ გამოტოვოთ!
Open Air-ის საფესტივალო დღეებზე მისულ მუსიკის მოყვარულებს ოთხი სცენა და 60-ზე მეტი არტისტი უმასპინძლებს. სცენებს ქართველი და უცხოელი შემსრულებლები გაინაწილებენ. მათ შორის არიან M.I.A, MASEGO, AURORA, ARCHIVE, CIRCUS MIRCUS, MOKUMOKU, KILLAGES, REGAL, HIGH FADE, LA FEMME.
AURORA
საიუბილეო წელს ფესტივალი სიახლეებით ხვდება და მსმენელს მეოთხე - Khidi-ს სცენას აჩუქებს. თბილისის კლუბი ღამის სცენის წარმდგენი, ელექტრონული სცენის მეორე წარმომადგენელ, Zion Garden-თან ერთად იქნება.
ფესტივალის ორგანიზატორები მუსიკის გარდა სხვა საინტერესო აქტივობებსაც შემოგვთავაზებენ. მოეწყობა 3 სივრცე. ერთ-ერთია Freedom Village, სადაც სტუმრებს ადამიანის უფლებების, თავისუფლების, შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების ირგვლივ საუბრები, ქვიზები და გათამაშებები ელით. სწორედ ამ სივრცეში, ხვალ, 16:30 საათზე - ჯგუფი 'დაიტოვე' გამართავს საუბრებს, თემაზე "დაიტოვე-დან დაიცავი-მდე". დაგხვდებათ Eurozone-აც, სადაც ევროპის ჩემპიონატის თამაშების ყურებაც შეგეძლებათ. რა თქმა უნდა, 22 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ერთად ვუგულშემატკივრებთ. ლისზე დაგხვდებათ საბავშვო ზონა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის სათავგადასავლო თამაშებითა და თავშესაქცევები აქტივობებით.
ფესტივალი 2009 წლიდან არსებობს და პირველი დღეებიდან თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის სადარაჯოზე დგას. აქ მუსიკის გარშემო სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მოყვარულები, განსხვავებული ასაკის, სქესისა თუ წარმომავლობის ადამიანები ერთიანდებიან. წლევანდელი სამი დღეც არ იქნება გამონაკლისი. ასე, რომ უამრავი სიახლით, სიურპრიზებითა და განსხვავებული აქტივობებით დახუნძლული მუსიკალური დღეების ათვლა სულ რამდენიმე საათში დაიწყება.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.