OPEN AIR 2024-ის დღეები გვიახლოვდება
#მუსიკათბილისი Open Air-ამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. მალე ქართული მუსიკალური დღესასწაული დაიწყება და სამი დღის განმავლობაში, 21, 22 და 23 ივნისს ალტერნატიულ სამყაროში გვამოგზაურებს.
თბილისი Open Air-ამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. მალე ქართული მუსიკალური დღესასწაული დაიწყება და სამი დღის განმავლობაში, 21, 22 და 23 ივნისს ალტერნატიულ სამყაროში გვამოგზაურებს.
104 ფუტის სიმაღლის კლდოვან ნაპირზე ფრანგმა დიზაინერმა სიმშვიდით, სილამაზითა და იტალიური სულით გაჟღენთილი ჩვენება წარმოგვიდგინა, რომელიც ზაფხულის კაპრიზე გატარებას გვანდომებს. ფრანგული მოდის სახლი უკვე 15 წელია არა მხოლოდ ორიგინალური და თვალისმომჭრელი ტანისამოსის შემქმნელი, არამედ გასაოცარი მარკეტინგული კამპანიებით გვამახსოვრებს თავს.
საფრანგეთში ყველაზე ცხელი ზაფხული დადგა. მაშინ, როცა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება მიმდინარეობს და პარალელურად, ფრანგების კონტავერსიული პროტესტის ტალღა მძვინვარებს, ქვეყნის პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აცხადებს.
რიგით მეათე ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ბრექსიტის შემდეგ პირველია, 6-9 ივნისს გაიმართა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონის ფრაქცია, რომელიც 6 პარტიას აერთიანებს, ხმების 15.2%-ით დამარცხდა. შედეგების გამოცხადებისთანავე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საფრანგეთის პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დააანონსა.
ისტორიული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ 34-ვე ბრალდებაში ცნეს.
Cascais ლისაბონის რეგიონის ზღვისპირა ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს. ქალაქში, მოგზაურების ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი კი თანამედროვე სასტუმრო Evolution Cascais estoril გახლავთ. თავისი ინოვაციური და საინტერესო სერვისებით ის გულგრილს არც პორტუგალიელებს ტოვებს.
ქალები კინოაუდიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა თავად ფილმის რეჟისორების, სცენარისტებისა თუ პროდიუსერების როლში ნაკლებად გვევლინებიან. საბედნიეროდ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უამრავი პროგრამა არსებობს. მათ შორისაა ქალი კინორეჟისორების ფორუმი - The Through Her Lens.
თანამედროვე არქიტექტურა, გარდა იმისა, რომ მას ნაგებობები დღევანდელ ეპოქასთან თანხვედრაში მოჰყავს, ხშირად ერთადერთ საშუალებასაც წარმოადგენს ძველი კულტურული ძეგლების შესანარჩუნებლად. ქვემოთ სწორედ იმ ისტორიულ ნაგებობებს გაგაცნობთ, რომლებმაც მოდერნისტულმა შტრიხებმა ახალი სული შთაბერა.
მზად ხართ ზაფხულის ცხელი საღამო 2000-იანების საკულტო ჰიტების თანხლებით გაატაროთ? თუ ასეა, იცოდეთ, რომ 7 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას სცენას, ამერიკული მუსიკალური ჯგუფი, Black Eyed Peas დაიკავებს.
დღეს, The Diary-ს რედაქცია პორტუგალიაში წარმატებული ქართველი ქალის, სალომე გორგილაძის საოცარ პროექტზე მოგიყვებათ. ლისაბონის ღირსშესანიშნაობა, SUD Lisboa სწორედ ის ადგილია, რომელიც მზის, ქვიშისა და ზღვის სამშობლო პორტუგალიას საუკეთესოდ გაგაცნობთ.