15 ივლისს, Adidas-მა ლეგენდარული SL 72 ბოტასების სარეკლამო კამპანია ჩაუშვა, მის მთავარ სახედ კი ნახევრად პალესტინელი მოდელი, ბელა ჰადიდი დაასახელა. ზუსტად რამდენიმე დღეში კი ბრენდმა რეკლამა მედიიდან ამოიღო და ბოდიშიც მოიხადა. მიზეზი კი ამ სპორტული ფეხსაცმლის კავშირია 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან.
რა მოხდა 1972 წლის ოლიმპიურ თამაშზე?
სპორტული ფეხსაცმლის ეს მოდელი პირველად 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე გამოჩნდა, რომელიც სისხლიანი ასოებით ჩაიწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "შავი სექტემბერი" ოლიმპიურ სოფელში შეიჭრა და სასტიკი ტერაქტი მოაწყო. ტერორისტებმა ისრაელის ოლიმპიური გუნდის წევრები ჯერ მძევლად აიყვანეს, ხოლო შემდეგ სასტიკად გაუმკლავდნენ.
სკანდალი
ბელა ჰადიდი, ნახევრად პალესტინელი მოდელი, ომის დაწყების დღიდან, ოჯახთან ერთად პალესტინელების მხარეს დგას. ის სოციალურ ქსელებში პალესტინელების მიმართ ძალადობასა და გენოციდზე აქტიურად წერს. ბელას ადიდასის კამპანიაში ჩართვას ებრაელი საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. X პლატფორმაზე ამერიკის ებრაულმა კომიტეტმა ამ ფაქტის შესახებ ტვიტი გამოაქვეყნა. AJC-ი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ ტერორიზმზე საუბრობს და ადიდასის გუნდს უდიდესი შეცდომის დაშვებაში ან “ცეცხლის” გამიზნულად გაჩენაში სდებს ბრალს.
— American Jewish Committee (@AJCGlobal) July 18, 2024
ამ განცხადების შემდეგ, ადიდასმა მეილის მეშვეობით საჯარო ბოდიში მოიხადა და ბელა ჰადიდი კამპანიიდან გააქრო. გერმანული ბრენდის ამ ნაბიჯს მაშინვე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამას დაემატა ჯონათან გრინბლატის ტვიტი, რომელშიც ის ბელა ჰადიდს ჰამასის პროპაგანდისა და ანტისემიტური დეზინფორმაციის გამტარებლად ახასიათებს. ჯონათანი ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ორგანიზაციის, ADL-ის აღმასრულებელი დირექტორია. ჯონათანის პასუხად ბრიტანელ-ამერიკელი ჟურნალისტი მეჰდი ჰასანი წერს, რომ არასწორია დავაბრალოთ ბელას ის, რაც წლების წინ წინაპრებმა ჩაიდინეს. ყველა ასეთი ქმედება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ანტი-პალესტინური რასიზმია.
In 1972, Palestinian terrorists murdered 11 Israeli athletes and coaches at the Olympic Games in Munich.
Choosing Bella Hadid - who promotes hateful anti-Israel misinformation and Hamas propaganda to her millions of followers - to be the face of a 1972 Olympic shoe relaunch was… pic.twitter.com/Q1cKiMc5rn
— Jonathan Greenblatt (@JGreenblattADL) July 18, 2024
პასუხის პასუხი
ბელა ჰადიდმაც არ დააყოვნა პასუხი და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ადიდასის წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად ადვოკატები უკვე დაიქირავა. თავად მოდელს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ფოტო:Gotham / GC Images
ადიდასი ბელა ჰადიდისა და კამპანიის სხვა წევრებს ბოდიშს კიდევ ერთხელ უხდის და კამპანიასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას აანონსებს. რა სახის იქნება ეს ცვლილებები ჯერ უცნობია. ადიდასი გერმანული ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეროვნების, რასის, ასაკის, სქესისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებთან თანამშრომლობს. ბუნებრივია, უშეცდომო არავინაა, თუმცა იყო თუ არა ბელა ჰადიდის კამპანიაში ჩართვა გულუბრყვილო შეცდომა, ამას სავარაუდოდ მოდელის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესები დაგვანახებს.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.