დეა კულუმბეგაშვილის თქმით, ის ფემინურ ფილმებს იღებს და სამყაროში ქალების განსხვავებული გამოცდილებების, ქალური სიუჟეტებისა და ამბების თხრობა უყვარს. 2024 წელს ვენეციის კინოფესტივალზე დეას მორიგი ქალური კინოს, “აპრილის” პრემიერა გაიმართება. ქართველი რეჟისორი რიგით 81-ე ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზისთვის, ოქროს ლომისთვის იბრძოლებს. ფილმში მთავარ როლებში ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე არიან.
სიუჟეტი პატარა ქალაქის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი ქალის ირგვლივ ვითარდება. ნინა მარტოხელაა, ურთიერთობებისა და პირადი ცხოვრების ნაცვლად მთლიანად სამსახურზეა გადართული. ერთხელაც, მისი მეთვალყურეობის დროს ახალშობილი გაჩენიდან რამდენიმე წამში იღუპება. ნინას მიმართ მაშინვე ბრალდებები ჩნდება, იწყება გამოძიება და ნინას პერსონალური თუ პროფესიული ცხოვრება მიკროსკოპის ქვეშ აღმოჩნდება. რისკის მიუხედავად ნინა საქმიანობას მაინც აგრძელებს, რადგან იცის, რომ თუ არა ის, ამ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს.
ნინას როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. დეას და იას თანამშრომლობა რეჟისორის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში უკვე შედგა. ფილმს “დასაწყისი” ჰქვია და 2020 წელს კანის კინოფესტივალის ოფიციალურ კანდიდატად იყო დასახელებული. ფილმისთვის დეამ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო და ტორონტოს ფესტივალის ნომინაცია მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ კი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო. 2023 წელს ქართველი რეჟისორი ჟიურის წევრად ბერლინალეზეც მოგვევლინა. იქამდე იყო ორი წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “ლეთე” და “უხილავი ადგილები”. ეს უკანასკნელი კანის ფესტივალზე ოქროს რტოს ნომინანტიც იყო. წელს კი ვენეციის ბიენალე 2024-ისა და “აპრილის” ჯერი დადგა.
"ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ. უფრო გაბრაზებულ ფილმებს. უფრო ცოცხალ ფილმებს, - გოგი გვახარია.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქართული ბენდის, Skazz-ის, მუსიკის ფონზე წარადგინა. კოლექციაში დიზაინერმა კლასიკური და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით დინამიკური და გამორჩეული სამოსი შემოგვთავაზა.