2021 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდული ფრჩხილები
მერე რა, რომ სილამაზის სფერომაც ვირტუალურ სამყაროში გადმოინაცვლა. შექმნილ სიატუაციას ახალი იდეების გენერირებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. მცირე დეტალებზე უფრო მეტი დაკვირვების და ეკრანებთან მობილიზებული კრიტიკოსების წყალობით, 2021 წლის გაზაფხულის ტრენდები ისეთი მრავალფეროვანი და დახვეწილია, როგორც არასდროს. მსოფლიო მოდის სახლებმა, ახალი კოლექციებით, სამოსთან ერთად ვარცხნილობის, მაკიაჟს, თუ მანიკურის ახალი ტრენდები შექმნეს. ამჯერად The Diary-ის გუნდი მოახლოებული გაზაფხულის მანიკურის მთავარ ტენდენციებს გაგაცნობთ.