საინტერესოა თუ როგორ განვითარდა ამ 10 წლის განმავლობაში მთავარი გმირების ცხოვრება. ნუთუ კერი ბრედშოუს და მისტერ ბიგს ისევ ისე ძლიერად უყვართ ერთმანეთი? ან მირანდა და სტივს მეორე შვილი ხომ არ შეეძინათ? ნეტა, შარლოტა როგორ უმკლავდება საოჯახო საქმეებს? ალბათ ამ და სხვა ამბებს, ძალიან მალე გავიგებთ, მანამდე კი Sex and the City-ს ქორწილების საუკეთესო მომენტებს გაგახსენებთ.
1/5
შარლოტა იორკის ქორწილი #1
შარლოტა პირველი იყო თავისი მეგობრებიდან, ვინც იქორწინა. მისი რჩეული კი კარდიოლოგი ტრეი მაკდუგლი გახლდათ. წყვილმა ნიშნობიდან ძალიან მალე, ზემო ისტ-საიდის სამების ეკლესიაში იქორწინა.
ქორწილის წვეულებაზე შარლოტას ნიშნობის თითს Tiffany-ს ბეჭედი ამშვენებდა, ხოლო ტანზე Vera Wang-ის პრინცესული კაბა ემოსა და მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო ცერემონიალმა იდეალურად ჩაიარა, წყვილის კინო-ქორწილი არც ისეთი ხანგრძლივი აღმოჩნდა.
2/5
შარლოტას ქორწილი #2
Sex and the City-ს მერვე ეპიზოდის მე-6 სერიაში შარლოტა ცოლად საკუთარ იურისტის მიყვება. ჰარი გოლდენბლატმა ნიშნობაზე მომავალ მეუღლეს ჰარი უინსტონის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. საქორწინო ცერემონიალზე შარლოტას Badgley Mischka-ს დახვეწილი საპატრძლო კაბა მოირგო. ქორწილში დრამა ბლომად იყო, მათ შორის წითელი ღვინო კაბაზე, ცეცხლი სადღეგრძელოების დროს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მას შემდეგ ცხოვრობდნენ შარლოტა და ჰარი დიდხანს და ბედნიერად“.
3/5
კერის ქორწილი - მცდელობა #1
10 წლიანი ურთიერთობების შემდეგ, კერისა და მისტერ ბიგის ქორწილი ნამდვილი გლამურული მოვლენა უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა! Vivienne Westwood-ის გრანდიოზულ და გრაციოზულ ქმნილებას კერი ბრედშოუმ თვალისმომჭრელი ჩიტის ფორმის თმის აქსესუარი მოარგო. აღსანიშნავია პატარძალის თაიგული თეთრი ვარდებით, რომელიც დახვეწილი, სადა და პომპეზურია ამავდროულად.
შარლოტას შავი, მირანდასა ლურჯი, სამანტას კი წითელი და სამივეს Zac Posen-ის ულამაზესი გრძელი კაბები ამშვენებდათ, როდესაც ნიუ-იორკის ნაციონალურ ბიბლიოთეკას კერისა და ბიგის ქორწილზე ეწვნენ. საქორწინო წვეულებაზე ყველა მივიდა, მათ შორის პატარძალიც, თუმცა, პომპეზურობითა და ყურადღებით შეშინებული სიძე ქორწილში არ გამოცხადდა და წვეულებაც ჩაიშალა!
4/5
კერის ქორწილი #2
მანთეტენის სასამართლო, მისტერ ბიგი, კერი ბრედშოუ, კერის საუკეთესო მეგობრები და სამუდამო სიყავრულის ფიცი - ეს ორი, როგორც იქნა, დაქორწინდა. ვინტაჟური კაბა, რომელიც ამ ჯერზე კერის ემოსა Dior-ს ეკუთვნოდა, ფეხსაცმელი კი, რა თქმა უნდა Manolo Blahnik-ს.
5/5
თეთრი გედების ქორწილი
ვიტყოდით, რომ ეს ქორწილი Sex and the City-ს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია - სუპერ პომპეზური, შთამბეჭდავი და დიადი შოუ! ენტონი შარლოტას საუკეთესო მეგობარია, სტენფორდი კი კერის, მათ იქორწინეს და ყველა ბედნიერია! მაგრამ მთავარი აქ თავად ცერემონიალია ბევრი სითეთრით, გედების ტბითა და ლაიზა მინელის პერფომანსით. გამორჩეული იყო ასევე ბრედშოუ, რომელმაც კაბის ნაცვლად შავ კოსტიუმზე შავი დიადემა მოირგო. მირანდას სიტყვებით რომ აღვწეროთ, მთელი ქორწილი მზის დიდხანს ყურებას გავდა.
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, ვიზაჟი, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.