მერე რა, რომ სილამაზის სფერომაც ვირტუალურ სამყაროში გადმოინაცვლა. შექმნილ სიატუაციას ახალი იდეების გენერირებისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. მცირე დეტალებზე უფრო მეტი დაკვირვების და ეკრანებთან მობილიზებული კრიტიკოსების წყალობით, 2021 წლის გაზაფხულის ტრენდები ისეთი მრავალფეროვანი და დახვეწილია, როგორც არასდროს. მსოფლიო მოდის სახლებმა, ახალი კოლექციებით, სამოსთან ერთად ვარცხნილობის, მაკიაჟს, თუ მანიკურის ახალი ტრენდები შექმნეს. ამჯერად The Diary-ის გუნდი მოახლოებული გაზაფხულის მანიკურის მთავარ ტენდენციებს გაგაცნობთ.
1.
BUBBLEGUM PINK

მოემზადეთ იმედგაცრუებისგან გამოწვეული შიშის გადასალახად! თვალში საცემი ვარდისფერი ამ სეზონზე ისეთმა ისეთმა ბრენდებმა გამოიყენეს, როგორებიცაა Fendi, Christian Cowan, დაTom Ford.
____________
DELFY - PINK
ყიდვა
2.
NATURAL NUDES

ბუნებრივი ყოველთვსი კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამჯერად ამ “ბუნებრივის” მისაღებადაც უნდა დავიხარჯოთ. Jason Wu-ს მოდის სახლის ახალი კოლექციით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. ნუდ ფრჩხილებს წლის მანძილზე ბევრ ხელზე შევხვდებით. ასევე აქტუალურია ე.წ. ხავერდოვანი ნუდი და რძისფერი, გამჭვირვალე ტონალობები.
____________
ORLY - NUDE
ყიდვა
3.
COZY PASTELS

პასტელური ფერების პალიტრაში ნებისმიერის შერჩევა შეგიძლიათ. ჩამჯდარი, არა მკვეთრი ფერები წლევანდელ კოლექციებში აქტიურად ჩნდება. ნურც ექსპერიმენტებს შეუშინდებით და პასტელურ ფერებს განსხვავებული ფორმები შესძინეთ.
____________
MESAUDA - PASTEL
ყიდვა
4.
RAINBOW ROYALE

განსხვავებული ფერი ყველა თითზე! ეს 2021 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. დამატებითი tip-ის სახით კი 3D ტექსტურების გამოყენებას გირჩევთ.
____________
CND - RAINBOW
ყიდვა